"ნამდვილი ჯორჯ ბესტია" - კვარაცხელიას ზღაპრულ გოლზე გამოხმაურებები არ წყდება

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" სახლში "ატალანტა" 2:0 დაამარცხა."პარტენოპეის" რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე ადანი გამოეხმაურა, რომელმაც ჩვენებური ჩორჩს ბესტს შეადარა.

კვარაცხელიას გოლის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვიჩა ნამდვილი ჯორჯ ბესტია!

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "კვარას" ანგარიშზე ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

"ნაპოლი" 68 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 18 ქულით უსწრებს, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტს" უმასპინძლებს, ხოლო
19 მარტს იტალიის პირველობაზე გასვლაზე "ტორინოს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჯორგ ბესტს და სხვა ცნობილ ფეხბურთელებს იმიტომ ადარებენ, რომ ქართული ფეხბურთის ისტორია არ იციან. ხვიჩა თანაშობს 100% ქართულ სტილში და გენეტიკურ დონეზე აქვს ის, რაც საუკეთესო ქართველ ფეხბურთელებს ახასიათებს.
მე დარასელიას მიერ გატანილი გოლის ვიდეო ვაჩვენე "Serie A"-ს ოფიციალურ აკაუნტს, და მან ეს ტვიტი დამილაიკა
https://twitter.com/meekvse/status/1634886340285452289
ქ. გ.
13 მარტი 2023 02:54
0
ჩორჩ ბესტი ვინაა?))) პახმელიაზე ხო არ ხართ?)))
ირაკლი
12 მარტი 2023 13:16
7
პახმელიაზე გუშინ იყო დღეეს უკან შებრუნდა
skaro
13 მარტი 2023 00:08
0
გიორგი 50-ს მადლობა შესწორებისთვის: გეტყობათ, რომ ა.როდოსელის "არგონავტიკა" თქვენთვის სამაგიდო წიგნია. უნდა დამეწერა "მოტყუებით მოიპოვეს"-მეტს აღარ ვიზამ. პ.ს. ერთხელ მსგავსი უზუსტობა ჩემმა სიდედრმაც იპოვა ჩემ სადისერტაციო ნაშრომში!!!
ვაჟა მასწავლებელი
12 მარტი 2023 23:32
0
დადებული მაქვს, 100 ქულას უნდა უწიოს წელს ნაპოლიმ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნდა გავიდეს!!!
წარმატებები კვარას და ნაპოლის!!!
აჩი
12 მარტი 2023 23:12
0
ცხონებული იპოლიტე ხვიჩია იგივე ფეოლა რომ ცოცხალი იყოს ზოგიერთი ფეხბურთის მაგარი მცოდნე სპალეტის ნაცვლად დანიშნავდენ ნაპოლიში.
დაცვას მიხედე ხვედელიძე
12 მარტი 2023 21:48
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული