"ნაპოლის" თამაშის განხილვისას, რა თქმა უნდა, მან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალურ გოლზეც გააკეთა:
"მომენტს უყურებ და ხედავ, რომ 1 ფეხბურთელი რვა მოთამაშის წინააღმდეგაა. ფიქრობ, როგორ შეიძლება აქ გოლი გავიდეს?! - ეს შეუძლებელია სიმართლე იყოს! შეუძლებელია გოლი გავიდეს, მაგრამ მან ეს გააკეთა", - თქვა ვან ბასტენმა.
აი, ძალიან მაინტერესებს-რა, ესპანეთის ჩემპიონატში, microsoft-ის "მოხოდილი" კომპიუტერი რომ აკეთებს-ხოლმე გოლის გატანის ალბათობის გამოთვლას შეტევაში, კვარას შემთხვევაში რამდენ პროცენტს მისცემდა გოლის გატანს?? მეკარის და შვიდი ფეხბურთელის გარემოცვაში, ალბათ 1 ან 1.2 % მხოლოდ.
ხოდა, კვარამ ეს 1% აქცია 100%-იან გოლად.
გენაცვალე, უძალიანმაგრესი ხარ !!! ❤❤❤
ადისლაიქეთ რამდენიც გინდათ,სიმართლეს ამით ვერ შეცვლით...
რამდენჯერაც ვუყურებ იმდენჯერ მგონია ინსტინქტურად პირველ მომენტში მარჯვენაზე როცა გადააქვს ბურთი რომ დაარტყავს. 100% არის დარტყმაზე ინვესტირებული და ამ დროს რომ არ არტყავს და ფინტს აკეთებს თითქოს ნიუტონის მექანიკის კანონები ირღვევა. ამიტომაა რომ სამი მცველი და მეკარე ერთი მოძრაობას წამოეგნენ ასე მწარედ. და მთლიანად დინამიზმი ამ მოქმედების არის ბალეტი.
მესის გოლი გამახსენდა ვალენსიასთან - პუშკაშის ნომინანტი 2010 წელს - მსგავსი ტანგო მანდ იყო მცველებთან.