დიდებული გოლი 90+3-ე წუთზე - კვეკვესკირმა "ლეხი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურში ნიკა კვეკვესკირმა "ლეხი" გასვლაზე "პიასტთან" მარცხისგან იხსნა.

მასპინძლები 64-ე წუთზე მიხალ ჩრაპეკმა დააწინაურა, ნიკა კვეკვესკირმა კი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 90+3-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მან საჯარიმოს გარედან ბურთი ერთი შეხებით მეტოქის კარში გადაგზავნა და სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

პოზნანური გუნდის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი სათადარიგო იყო.

"ლეხი" 40 ქულით მესამე ადგილზეა, 16 მარტს ევროპა ლიგაზე სტოკჰოლმში "იურგორდენს" დაუპირისპირდება, ხოლო 19 მარტს ჩემპიონატზე ლოძში "ვიძევს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
საღოლ კვეკვე ეგ ერთი და სხვა მრავალიიი ...
bejo
00:02 13-03-2023
0
ეს კომენტატორი რომელ ხეზე ზის?
დავით
07:04 13-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული