პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურში ნიკა კვეკვესკირმა "ლეხი" გასვლაზე "პიასტთან" მარცხისგან იხსნა.
მასპინძლები 64-ე წუთზე მიხალ ჩრაპეკმა დააწინაურა, ნიკა კვეკვესკირმა კი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 90+3-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მან საჯარიმოს გარედან ბურთი ერთი შეხებით მეტოქის კარში გადაგზავნა და სეზონში მეორე გოლი გაიტანა.
პოზნანური გუნდის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი სათადარიგო იყო.
"ლეხი" 40 ქულით მესამე ადგილზეა, 16 მარტს ევროპა ლიგაზე სტოკჰოლმში "იურგორდენს" დაუპირისპირდება, ხოლო 19 მარტს ჩემპიონატზე ლოძში "ვიძევს".