"გადაეცეს კვარაცხელიას მარადონას 10-ნომრიანი მაისური" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა წინადადება წამოაყენა

AutoSharing Option
Napolicalciolive "ატალანტასთან" მოგებულ მატჩში (2:0) "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია და Optimagazine-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჟურნალისტი პეპე იანიჩელი ნეაპოლური გუნდის მიერ ხმარებიდან ამოღებული დიეგო მარადონას 10-ნომრიანი მაისურის ქართველისთვის გადაცემას მოითხოვს.

10-ნომრიანი მაისური კვარაცხელიასთვის - რა ხდება?

"კვარაცხელიას მაგიამ ნეაპოლელი გულშემატკივრები ჭკუიდან გადაიყვანა. ქართველი "ატალანტასთან" თავიდან ძალიან აქტიური არ იყო, თუმცა, როგორც შეეძლო, მეტოქე პანიკაში ჰყავდა, თავისი ტალანტის ასაფეთქებლად მომენტს დაელოდა და სამი გამაოგნებელი ფინტით ბერგამოელთა ნახევარი გუნდი, მეკარე მუსოს ჩათვლით, უსაქმოდ დატოვა. ეს იყო აბსოლუტური მოქმედება, რომელიც მოგვაგონებს დიეგო
მარადონას ალღოსა და ბრწყინვალებას. "ნაპოლის" ფანები "კვარას" გამო გადარეულები არიან. იმსახურებს ხვიჩა 10 ნომერს?

Sportall.Ge

ახლა გაკვირვებული ვართ იმით, რომ ვუყურებთ ისეთ ტალანტს, რომელიც გუშინდელი და დღევანდელი ფეხბურთის სილამაზეს ერთ საერთო მთლიანობაში წარმოგვიდგენს. ზაფხულში "ნაპოლის" ტიფოზების განწყობა ოპტიმისტური არ იყო, მაგრამ ქართველმა წინასასეზონო შეკრებისას ჩატარებული ამხანაგური შეხვედრებისას მაშინვე ყველას დაანახა თავისი ნიჭი, რასაც გაგრძელება სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მოჰყვა.

დღეს ისეთებიც არიან, რომლებსაც კვარაცხელიას მარადონას 10-ნომრიან მაისურში ხილვა სურთ. ცნობილი ჟურნალისტი პეპე იანიჩელი Optimagazine-ში წერს: "მარადონას მიერ მოპოვებული ორი სკუდეტოს შემდეგ "ნაპოლი" მესამე საჩემპიონო ტიტულით გაიხარებს, რომელსაც ბეჭედს ოსიმენი და "კვარა" დაასვამენ. ხვიჩას გმირობები განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ურიგო არ იქნება, მას 10-ნომრიანი მაისური გადაეცეს, გამონაკლისის სახით, თუნდაც ერთი მატჩით. დარწმუნებული ვარ, "პიბე" ამით გაიხარებდა".

მკითხველის კომენტარები / 23 /
კვარაცხელიას რომ მოთხოვეს, რთული გვარი გაქვს და შეცვალეო, უპსუხა,თუ მე შემიყვარებენ, გვარსაც დაიმახსოვრებენო. ალბათ, იგივეს უპასუხებს ნომერზე. მოვა დრო, მისი ნომერიც ლეგენდად და ექსკლუზივად იქცევა. დაე, დარჩენ კერპები კერპებად და კვარა შექმნის ახალს!
თამთა
11:22 14-03-2023
0
არაა საჭირო 10 მომერი 77 ნომრითაც მაგრა თამაშობს და უფრო მაგრაც ითამაშებს ! სამუდამოდ ნომრის გაუქმება იმას ნიშნავს რომ არავინ არ უნდა ჩაიცვას 10 ნომერი თვით მარადონაზე უკეთესადაც რომ ითამაშოს !
zura222
08:58 14-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული