პირველი კონტაქტი შედგა - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

AutoSharing Option
იტალიური Repubblica იტყობინება, რომ მადრიდის "რეალი" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს დაუკავშირდა და ფეხბურთელის ტრანსფერზე პირველი კონტაქტი დაამყარა.

"სამეფო გუნდის" მიზანი იყო, ფეხბურთელის გადაბირებისთვის სამომავლო გზები შეესწავლა.

ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, დატოვებს თუ არა კარლო ანჩელოტი "ბლანკოსის" მწვრთნელის პოსტს ზაფხულში. ჯერჯერობით სატრანსფერო პრიორიტეტები იკვეთება, მათი შესწავლა ხდება, ხოლო რომელი ფეხბურთელი გადაბარგდება "სანტიაგო ბერნაბეუზე", უშუალოდ ამ სეზონის შემდეგ გადაწყდება.

Repubblica იმასაც აღნიშნავს, რომ დე ლაურენტისი "კვ
არას" გაშვებას არ გეგმავს, თუმცა, თუ თავისი მარგალიტი დათმო, ეს 110 მილიონ ევროზე ნაკლებად არ მოხდება.
მკითხველის კომენტარები / 51 /
არ მგონია ჯერ საერთოდ სადმე უნდა წავიდეს, მინიმუმ ორი სეზონი ნაპოლში უნდა დარჩეს ამაზე ნაკლები დონე არ უნდა უჩვენოს, რაც შეეხება რეალს,კვარას ადგილას ვინუსი ყავთ, კვარა დღესდღეობით უფრო კაშკაშა ვარსკვლავია, მაგრამ ვინიუს სკამზე დასვამენ? არ მგონია.
დავიდუსი
14 მარტი 2023 15:29
2
30 წლის რომ გახდება კაი დაღვინებული იქნება მაგ დროს, მაგრამ რეალში არავინ აღარ აიყვანს.. თუ აქვს შანსი უნდა წავიდეს მადრიდში.. ეს არის ნომერ პირველი გუნდი, რომელიც კვარას დაეხმარება სუპერ ვარსკვლავად გახდომაში.. ჰალა მადრიდ
geo-geo
14 მარტი 2023 13:55
8
კაცი რომელიც ოსიმენს ოსიმენას ეძახის ჯობია ფეხბურთზე წერას თავი დაანებოს.ნაპოლის რა ეშველება ოსიმენის გარეშე თორემ სადაც არ გადავა იმ გუნდს უდიდეს ძალას შემატებს.სისწრაფე,გრძელი ნაბიჯი,დრიბლინგი,თავით თამაში და რაც მთავარია მცველებთან ბრძოლის მოგების უნარი ნეტავ რომელ ფეხბურთელს გააჩნია დღეს მსოფლიოში.უამრავი გოლისა და პასის გარდა,როცა ნაპოლის ბურთის ამოტანა უჭირს ბურთს ოსიმენის მიმართულებით არტყავენ და უმეტეს შემთხვევაში ბურთს ეუფლება.მოკლედ ძალიან მაგარია
ვა რა დონეა
15 მარტი 2023 14:09
2
ხვიჩა ყველაზე კარგ ადგილასაა ახლა სადაც არის, მეტიც ყველაფერი ისე იდეალურად დალაგდა, რომ თითქოს ზღაპარი გეგონებაო. იქ თავისი მარადონასთან შედარებებით და ამდენწლიანი უიმედობის შემდეგ ნაპოლის უეცარი აღზევებით, რომელმაც მთელი მსოფლიო გადარია. დარწმუნებული ვარ, ამაზე უკეთესად სიტუაციის განვითარებას ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ ვინატრებდით. ამიტომაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, ხვიჩამ უნდს დააფასოს ის, რაც აქვს და რეალი 1-2 წელი მაინც გვერდზე გადადოს. ყველაფერს თავისი დრო აქვს და იმედია მაგისი დროც მოვა, როცს ბავშვობის ოცნებას აიხდენს.
გიო
14 მარტი 2023 20:27
3
100 - ზეც კარგად დათანხმდება!
მწვრთნელი
14 მარტი 2023 12:47
3
ვეთანხმები აზრს.რომ მინიმუმ 1 სეზონი დარჩეს..მაჰრამ ასაკიდან და მენტალობიდან გამომდინარე უკვე დაღვინებულია გრანდში სათამაშოდ..16 წლის ბრაზილიკები აყავთ და ხვიშა მათზე მაგარია და ასაკიც უკვე თანამედროვე ფეხბურთში ისეთია.დროა რეალი ან ბარსა..გვარდიოლა დიადია.მაგრამ სქემაში ჩასვავს მაინც..მიდი კვარა გვასახელე
კიეზა
14 მარტი 2023 16:09
3
ყველა ნათლად ხედავს რომ ეს ბიჭი ფეხბურთის ნამდვილი მარგალიტია.დასაყოვნებელი აქ არაფერია
Talo
14 მარტი 2023 13:50
2
ჩვენს ოსიმენას რაეშველება უხვიჩოდ???
მამუკა
15 მარტი 2023 02:44
1
რეალისგან მართლა თუ იქნება შემოთავაზება არამგონია კვარამ უარი თქვას. ბავშვობის ოცნება ყველაზე მაგარია! 100 მილიონიან ფეხბურთელს სკამზე არავინ დასვავს რეალში(აზარი მაგალითად არ მოიყვანოთ
BOSS
14 მარტი 2023 18:06
16
ლაურენტისს რა თანხაც უნდა კვარაში, მაგას მხოლოდ პსჟ,სიტი,ჩელსი და ნიუკასლი თუ გადაიხდიან. რეალს და ბარსას არ აქვთ ეგ ფული და ამის გათვალისწინებით დარჩება ნაპოლიში კიდევ 1 წელს მაინც
გია
15 მარტი 2023 02:59
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული