პირველი კონტაქტი შედგა - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

AutoSharing Option
იტალიური Repubblica იტყობინება, რომ მადრიდის "რეალი" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს დაუკავშირდა და ფეხბურთელის ტრანსფერზე პირველი კონტაქტი დაამყარა.

"სამეფო გუნდის" მიზანი იყო, ფეხბურთელის გადაბირებისთვის სამომავლო გზები შეესწავლა.

ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, დატოვებს თუ არა კარლო ანჩელოტი "ბლანკოსის" მწვრთნელის პოსტს ზაფხულში. ჯერჯერობით სატრანსფერო პრიორიტეტები იკვეთება, მათი შესწავლა ხდება, ხოლო რომელი ფეხბურთელი გადაბარგდება "სანტიაგო ბერნაბეუზე", უშუალოდ ამ სეზონის შემდეგ გადაწყდება.

Repubblica იმასაც აღნიშნავს, რომ დე ლაურენტისი "კვ
არას" გაშვებას არ გეგმავს, თუმცა, თუ თავისი მარგალიტი დათმო, ეს 110 მილიონ ევროზე ნაკლებად არ მოხდება.
მკითხველის კომენტარები / 51 /
150 მილიონი!!!
ზაზა
14 მარტი 2023 12:46
5
კვარა თავის ფლანგზე არი მესამე ფეხბურთელი შეიძლება მეორეც, ბაპე ვინიუსი კვარა, ბაპე გადავა რეალში დიდი ალბათობით როგორ ფიქრობთ რეალში იყო ბაპე და ვინისიუსი ცვალო 5 წუთით
Soso
14 მარტი 2023 21:46
3
Rogorc ki realshi gadava daamtavrebs karieras. Beili azari xames rodrigesi .......
Doge
14 მარტი 2023 21:07
6
არ წავა!
!!
14 მარტი 2023 18:00
3
ესპანეთში ძლიერი გუნდი ჰაჰა სამია მხოლოდ - რეალი, ბარსა და მადრიდის ატლეტიკო. დანარჩენებს ეს გუნდები ანადგურებენ, მითუმეტეს რეალი. შესაბამისად სუსტ გუნდებთან თმაშისას როგორც ფეხბურთელს ზრდა რამდენად გამოუვა საკითხავია. რეალი ხვიჩას სუსტი თამაშის დროსაც გადაუვლის მეტოქეს. თან ნომრმალურ მეტოქესთან შეხვედრების რაოდენობა წელიწადში არის სულ 4 (ბარსასთნ 2 და ატლეტიკოსთან 2). შიდა კონკურენციაზე აღარაფერს ვამბობ.
იტალიაში მეტი შანსი აქვს თავისი შესაძლებლობები გაზარდოს, რადგან ღირსეული მოწინააღმდეგე 6-7 გუნდია და შესაბამისად წელიწადში დაძაბულ, კონკურენტულ 12 -14 თამაშს ჩაატარებს. თუკი მაინც წასვლაა მე ინგლისში წასვლას უფრო პროდუქტიულად ჩავთვლიდი.
კოტე
14 მარტი 2023 17:59
5
მერე არ ჯობია სუსტებს ეთამაშოს და თავბრუ დაახვიოს ვიდრე ძლიერებს და ხშირად მოტყუებაზე უარი თქვას? მესი სხვა კი არაფერს აკეთებდა რო აღმერთებენ
გიო
14 მარტი 2023 20:11
4
ხვიჩას გადაწყვეტილი აქვს. მიდის რეალში.
ქ. გ.
14 მარტი 2023 17:58
7
Ra 2weli chempionnis ranghi egreve,napoli dayidis chempionobis mere osimens,kims, lobotkas shemdeg sezonshi naooli ukve sul sxva gundi iqneba tanac gamoscada ukve ramdenjerme sadac darcha sananebeli gauxda aravis mousmino saocnebo bavshvobidan realshi.
Kakhaber
14 მარტი 2023 17:37
3
ხვიჩას რომ ნაპოლიში დიდი ხნით არავინ გააჩერებს. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ნაპოლი არაა გრანდი, ხვიჩა კი გრანდის ფეხბურთელია. კიდევ ერთი სეზონი თუ შეინარჩუნა ნაპოლიმ, დიდი მიღწევა იქნება. ხვიჩასთვისაც ასე აჯობებს, თუმცა ფული ბაბაია, ფული...
ზაალი
14 მარტი 2023 21:46
2
ესე იგი რეალი ვინიციუსს უშვებს? კაი ანჩელოტი გაუშვით უკვე... წინასწარ რატომ ჭორაობთ. დაელოდეთ რა იოლას (ჯუღელს)...
simartle
14 მარტი 2023 17:40
2
არა, ვინისიუსს კი არ უშვებს, კროოსს ზაფხულში უმთავრდება კონტრაქტი, მოდრიჩი აშშ-ში აპირებს წასვლას და ხვიჩას შეწყვილებას სწორედ ნახევარდაცვაში უპირებენ ვინისიუსს!
ლაშა
14 მარტი 2023 19:30
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული