პირველი კონტაქტი შედგა - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

AutoSharing Option
იტალიური Repubblica იტყობინება, რომ მადრიდის "რეალი" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს დაუკავშირდა და ფეხბურთელის ტრანსფერზე პირველი კონტაქტი დაამყარა.

"სამეფო გუნდის" მიზანი იყო, ფეხბურთელის გადაბირებისთვის სამომავლო გზები შეესწავლა.

ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, დატოვებს თუ არა კარლო ანჩელოტი "ბლანკოსის" მწვრთნელის პოსტს ზაფხულში. ჯერჯერობით სატრანსფერო პრიორიტეტები იკვეთება, მათი შესწავლა ხდება, ხოლო რომელი ფეხბურთელი გადაბარგდება "სანტიაგო ბერნაბეუზე", უშუალოდ ამ სეზონის შემდეგ გადაწყდება.

Repubblica იმასაც აღნიშნავს, რომ დე ლაურენტისი "კვ
არას" გაშვებას არ გეგმავს, თუმცა, თუ თავისი მარგალიტი დათმო, ეს 110 მილიონ ევროზე ნაკლებად არ მოხდება.
მკითხველის კომენტარები / 51 /
პირველ სეზონს ატარებს ევროპაში და ატყდნენ უნდა წავიდეს რეალში და რაღაცეები.არსადაც არ უნდა წავიდეს ჯერ ჯერობით მინიმუმ 2 წელი მაინც რეალის დროც მოვა მარა ჯერ ადრეა მწვრთნელის ნდობა აქვს და მუდმივად თამაშობს.რეალში რო სკამზე დაჯდეს ხო ყველა იტყვის რას გარბოდაო.ამიტომ უნდა დარჩეს ნაპოლში
Gaguuu
16:32 14-03-2023
4
კვარამ ჯერ კარგად უნდა გაიმყაროს ჩემპიონის პოზიცია, კარგად დაღვინდეს და მერე წავიდეს რეალში
თენგო
13:13 14-03-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული