ნეაპოლელთა მთავარი მიზანი სკუდეტოს კი უკავშირდება, თუმცა საშინაო არენაზე მათ სოლიდური (18-ქულიანი) უპირატესობა აქვთ, რაც ძალების მეტად გადანაწილების, ჩემპიონთა ლიგაზეც უფრო შორს გასვლისა და სტამბოლში გასამართი ფინალისთვის შედარებით თამამად ფიქრის საშუალებასაც იძლევა. ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებს ხომ წელს თითქოს ყველაფერი გამოსდით.
ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი საკუთარ მოე
გერმანელებმა შინ კი წააგეს, თუმცა ევროპა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ევროტურნირებზე ბოლო 20 შეხვედრიდან 10 მოიგო. რაც შეეხება გასვლით მატჩებს, წლევანდელი სეზონის ჯგუფურ ეტაპზე სამიდან ორში გაიმარჯვეს. ასე რომ, "აინტრახტი" ბოლომდე იბრძოლებს!..
"კვარადონამ" პირველ დაპირისპირებაში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა შეხვედრის ბოლოს წარმოუდგენელი სილამაზის საგოლე პასი (სეზონში მეოთხე) შემოგვთავაზა. ჩვენებურმა იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ისეთი გაიტანა, მთელი ევროპა აალაპარაკა. ფრანკფურტელებს, მინიმუმ, ორი გოლი სჭირდებათ, რის გამოც იძულებული იქნებიან, შეუტიონ. თუკი პირველ დაპირისპირებაში ხვიჩამ მეტოქის მარჯვენა ფლანგი მისი მეურვეობის გამო შეტევაში მთლიანად "გათიშა", ახლა ქართველმა მეტი სივრცე უნდა იპოვოს, რაც შესაძლოა, გერმანელებისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.
მნიშვნელოვანია, მეკარე ალექს მერეტი და ცენტრალური მცველი კი მინ ჯე სრულად მომჯობინდნენ და თამაში შეძლონ. ირვინ ლოსანოც თავს უკეთ გრძნობს. ნეაპოლელთა ერთადერთი დანაკლისი ჯაკომო რასპადორის უკავშირდება. ვიქტორ ოსიმენს ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი გაუცდა და შედეგიანობის გაზრდას ძალიან მოინდომებს, თანაც, მან უკანასკნელ ორ ტურში ვერ გაიტანა. საშინაო დისკვალიფიკაციის შემდეგ მარიო რუი სასტარტო შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს.
საინტერესოა, რომ უკანასკნელი 5 შეხვედრიდან ოთხი ნეაპოლელებმა ერთანაირი ანგარიშით (2:0) მოიგეს, 29 იანვრის შემდეგ კი საკუთარ კარში გოლი არ მიუღიათ.
"აინტრახტს" თავისი ლიდერი, რანდალ კოლო მუანი დააკლდება, რომელიც პირველ მატჩში ზამბო ანგისასთან უხეშობისთვის გააძევეს. შეხვედრას ინგლისელი ენტონი ტეილორი განსჯის.
ხვიჩას კონკურენტი და მეგობარი - ელმასი ომით, დილემებითა და ბევრი განსაცდელით ნეაპოლამდე...