"სრულყოფილი ფეხბურთელია" - ანრიმ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ტიერი ანრიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ფრანგის თქმით, ხვიჩას წარმატების მისაღწევად ყველა საჭირო თვისება გააჩნია.

"მას შეუძლია მეტოქე მუდმივად წნეხის ქვეშ ამყოფოს, ბურთს შესანიშნავად ფლობს, ოსიმენთან მუდმივად ახლოს მოძრაობს და მის შედეგიანობას ნიგერიელის მოქმედებებიც განაპირობებს, ერთმანეთს კარგად უგებენ.

მას ყველაფერი აქვს, რომ დიდი ხნის განმავლობაში წარმატებულად ითამაშოს. იმედია, იტალიის ჩემპიონატს მოიგებენ, ჩემპნიოთა ლიგა? თუ სპალეტის გუნდმა ეს ტიტულიც მოიგო, ნამდვილად სიგიჟე იქნება", - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩს დღეს,
თბილისის დროით 00:00 საათზე, "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია Mirror-ის მიხედვით

alt"მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - ანრი "კვარაზე"

altეტო'ო: ანრი ანელკას დონის არ იყო


მკითხველის კომენტარები / 6 /
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდია. მარადონა იმიტომ იყო მარადონა, რომ ეგეთი იყო, თავის მარკოტიკებით, ჟურნალისტებზე იარაღის სროლით და ა.შ. ფეხბურთის პეწიც ეგ არის, მსჯელობა, კამათი, შედარებები და ა.შ. თუმცა მე არ მომწონს როცა ხვიჩას ადარებენ სხვებს. ხვიჩა, ხვიჩაა და მანდ დამთავრდა. აი როცა დაამთავრებს თამაშს, მაშინ სხვა ნიჭიერები შეადარონ, კვარასავით თამაშობო. კი ბატონო...
ლევანი
19:51 15-03-2023
1
არასწორია შედარებები..მითუმეტეს სხვა და სხვა ეპოქის და მითუმეტეს მართლაც ფეხბურთის ღმერთთან..ჰოლანდმა და თუნდაც მბაპემ რომ კიდევ 3 მსოფლიო მოიგონ..მარადონასთან ახლოს ვერასდროს მივლენ..მესი მივიდა..ხვიჩას შეუძლია გახდეს მსოფლიო ვარსკვლავი..ეს ყველას გვინდა და ტიტულებით თუბდაც პელეს გაუსწროს
კიეზა
18:52 15-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული