კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ორი მატჩის ჯამში "აინტრახტს" 5:0 სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „აინტრახტი“ 3:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა, ორი კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მეკარე ტრაპის კარი ისევ ვერ დალაშქრა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა ულტრასებმა ქალაქში არეულობა მოაწყვეს, შეხვედრა მაინც დანიშნულ დროს დაიწყო და დაიწყო მასპინძელთა შეტევებით, რომლებმაც გერმანიაში 2:0 იმარჯვეს. პირველი მომენტი კვარაცხელიას შეექმნა, მაგრამ დარტყმისას ბურთი აეჭრა. შემდეგ მან ოსიმენი ტრაპს პირისპირ შეჰყარა და ნიგერიელმა მომენტი ვერ გამოიყენა. მორიგი იერიშისას ტრაპმა უკვე ქართველს მახვილი კუთხიდან არ
გაატანინა. 42-ე წუთზე ხვიჩა მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და ისევ ვერ დაჯაბნა ტრაპი, ხოლო კომპენსირებულ დროში ოსიმენმა "ნაპოლი" დააწინაურა.

შესვენების შემდეგ „კვარას“ ლამაზი პასით წამოწყებული კომბინაცია ოსიმენმა დააგვირგვინა და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული საბოლოოდ გაირკვა. ნეაპოლელებმა ზეწოლა არ შეანელეს, 61-ე წუთზე ხვიჩა მცველებს გაექცა, დაარტყა კიდეც და ტრაპმა ისევ არ გაატანინა. მერე ზელინსკიმ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ანგარიში გაზარდა. ქართველი 74-ე წუთზე შეცვალეს და მწვრთნელი სპალეტი გადაეხვია.

"ნაპოლის" მომავალი მეტოქე პარასკევს კენჭისყრაზე გაირკვევა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“. 49 082 მაყურებელი
ნაპოლი - აინტრახტი 3:0
გოლები: 1:0 ოსიმენი (45+2), 0:2 ოსიმენი (53), 3:0 ზელინსკი (64, პენ)

altმომენტი, რომელიც ყველას გამორჩა, რა სთხოვა სპალეტიმ პოლიტანოს

altპიოტრ ზელინსკიმ "აინტრახტს" პენალტი გაუტანა [VIDEO]

altოსიმენის დუბლი - "ნაპოლიმ" სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა [VIDEO]

altნეაპოლში ქაოსია - სპალეტიმ სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადა

altმატჩის დღე! ხვიჩა და "ნაპოლი" ისტორიულ მისიასთან - "კვარას" მეტი სივრცე უნდა გაუჩნდეს...

მკითხველის კომენტარები / 9 /
მილანი-ინტერი; სიტი-ჩელსი; რეალი-ბაიერნი; ნაპოლი-ბენფიკა. როგორია?
გია პაპა
16 მარტი 2023 12:00
3
არ ვარგა,დაჯექი ორიანი
პაპას
16 მარტი 2023 23:19
0
პენალტი ოსისთვის უნდა დაეთმო ზელინსკის რომ არ ეშლებოდეს რაღაცეები. ჰეთთრიქზე მიდიოდა კაცი
რაბუ
16 მარტი 2023 11:28
0
რეალურად ეხლა გამოჩნდება ნაპოლის სიძლიერე, ლოგიკურად დაჯდა მერვედფინალები და ვისაც უნდა მოეგო მოიგეს, სუსტი გუნდები ფაქტიურად აღარ არიან, მეტ-ნაკლებად თანაბარი მეოთხედფინალები იქნება. რატომღაც მგონია რომ ნაპოლის ბენფიკა შეხვდება და რეალს კიდევ ჩელსი
მამუკა
16 მარტი 2023 11:20
2
Ხვიჩა,ოსიმენი,გიორგი მასხულია,დემნა გვასალია ჩქიმ ჯიმა
Მალხაზ ჯობავა
16 მარტი 2023 08:23
7
პარასკევს სიტი და ბავარია არ გვინდაააააა
დავით 67
16 მარტი 2023 02:24
4
ვულოცავ ნაპოლის ამ ისტორიულ მიღწევას გუნდი პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ამით ისტორია დაწერა. კვარას რაც შეეხება ნუ ყველა თამაშში ვერ იფრენ, ფიზიკურად რამდენიც არ უნდა ვიძახოთ მოუმატაო, კი მაგრამ მაინც ამ ყოველ მესამე დღეს თამაში თავისას შვება ბათუმის დინამოდან პირდაპირ სერია ა-ში ამ კომპონენტს მაინც შეჩვევა სჭირდიბა. და დაკვირვებული თვალისთვის კვარა დღეს მაინც გადაღლილი ჩანდა ვიდრე პირიქით. თან ხვიჩას როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილია (პირველივე შეხვედრაში) ამ მატჩზე განწყობა ისეთივე არ ქონდა და ასეთ დროს დრიბლინგებზე "ეკონომ რეჟიმი" არ ეყო გოლი/საგოლე პასისთვის თან იმ ტრაპმა ყველა დარტყმა მგონი მარტო კვარას აუღო იღბალიც არ იყო. არა უშავს წინ მეოთხედფინალია და თუ დღეს ოსიმენმა გაიტანა ორი გოლი იქ ხვიჩა გაიტანს ან ოსიმენს კიდევ უფრო მეტს გაატანინებს და ლიდერულ სტატუსს კიდევ უფრო გაუმყარებს ნიგერიელს. აგერ კალჩო ნაპოლის და სპაციო ნაპოლის იუთუბ ლაივში ჩართულ ხალხს სულ ოსიმენი აკერიათ პირზე მატჩის შემდგომ ქუჩის ინტერვიუებში.
Leonardo Diserpio
16 მარტი 2023 02:20
5
მაინც კარგი თამაში გამოუვიდა ხვიჩას.მეორედა მესამე გოლები მის აქტიურომას მოჰყვა.
ჯუჯი
16 მარტი 2023 02:17
2
გილოცავთ მეოთხედფინალს!!! ფინალიც მომელოცოს:)))
ყველა სიკეთესთან ერთად ჩვენს ბიჭს საოცარი პასის კულტურა აქვს და ზოგადად “ხედვა”მოედანზე!!!
წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის!!!
გულშემატკივარი
16 მარტი 2023 02:00
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული