რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში "ნაპოლიმ" "აინტრახტს" უმასპინძლა. მატჩი "პარტენოპეის" გამარჯვებით 3:0 (ორი მატჩის ჯამში 5:0) დასრულდა და ისტორიაში პირველად, ნეაპოლელები ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდნენ.

მასპინძელთა ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 74 წუთი გაატარა, ახალგაზრდა გარემარბი ელიფ ელმასმა შეცვალა.

Whoscored.com-მა "კვარას" თამაში 7.3 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა 6.6 ქულა დაუწერა. ორივე გამოცემის მიხედვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი გახდა.

altკვარაცხელიას "ნაპოლიმ" ორი მატჩის ჯამში "აინტრახტს" 5:0 სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში [VIDEO]

altმომენტი, რომელიც ყველას გამორჩა, რა

სთხოვა სპალეტიმ პოლიტანოს

altნეაპოლში ქაოსია - სპალეტიმ სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადა

მკითხველის კომენტარები / 23 /
პირველ გოლამდე და პირველი გოლის შემდეგ ყველაფერი მან შექმნა
საერთოდ, გუნდის წარმატებულ ფაზაში გადასვლა, როგორც ყოველთვის, ხვიჩამ უზრუნველყო.
დარტყმების გაცუდება და სხვა შეცდომები მეათე ხარისხოვანია.
ასე რომ მიმიფურთხებია მაგათ შეფასებებისთვის
თენგო
16 მარტი 2023 21:18
0
ხვიჩამ გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა... რომ არა ის გიჟი მეკარე, დუბლი ექნებოდა შესრულებული და მერე ხო ყველა დაეთანხმებოდით პირველ წინადადებას?! გარდა მაგისა, ბოლო ორი გოლი მისი შექმნილია, ისევე როგორც პირველი გოლი შექმნა ლობოტკამ. ასე რომ ეს შეფასებები ცარიელი სტატისტიკაა
ლადო
16 მარტი 2023 18:27
0
ხვიჩამ თავისი ფლანგიდან გააკეთა ორი საკვანძო პასი(პენალტი და ოსიმენის გოლი), დაიტვირთა მცველებით მარცხენა ფლანგზე, რითაც მარჯვენა ფლანგს გაუთავისუფლა სივრცეები, დრიბლინგებით დაქანცა აინტრახტის დაცვა. ძალიან დიდია მისი როლი ნაპოლის გუშინდელ მოგებაში
გიორგი
16 მარტი 2023 18:22
1
კვარამ თავის შესაძლებლობებზე გაცილებით სუსტად ითამაშა. ცუდი თამაში არ ჰქონია, მაგრამ მას გაცილებით მეტი შეუძლია.
თამაშის საწყისში ნაპოლის აშკარად ეტყიბოდა დაძაბულობა, რაც აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. ბურთით მუშაობა გაუჭირდა კვარასთან ერთად ზელენსკის, ლობოტკას და თითქმის ყველას. რიგ შემთხვევებში ანგისამ ერთი შეხებით რამის პირისპირ გაიყვანა გერმანელები. ანგისა ბოლო თამაშები დაბორიალობს მოედანზე, თითქოს ახალი გაღვიძებულია?!
ხვიჩამ ბოლო დროს სულ დაანება თავი ცაციათი თამაშს. არადა ყველა ცდილიბს დაუკეტოს მარჯვენა ზონა. ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ შეუძლია მოუმატოს ცაციათი თამაშს. გაცილებით არაპროგნიზირებადი გახდება ყველასთვის. კიდევ ერთი, რაც უფრო წინ მიიწევენ ფინალიკენ, თითქოს ფსიქოლიგიურად თრგუნავს ლიგა კვარას. პირიქით მეტი კონცენტრაცია, შემართება და ბრძოლაა საჭირო. ყველაფერი აქვს კვარას იმისათვის რომ ლიგაზეც ისეთივე ლაღი და შემოქმედი იყოს როგორც სერია ა-ში.
წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ჩვენ ოქროს ბიჭს!!!
G.A.L.
16 მარტი 2023 15:43
1
შეეშვით ამ შეფასებებს ისინი სხვა კრიტერიუმებით აფასებენ.მე მთელ გუნდს 10-იანებს დავუწერდი. მთავარია რომ ხვიჩა ფეხბურთს ახალისებს დავისი ლამაზი თამაშით.რომანტიზმში გადავარდები და ვიტყვი იგი მოედანზე ლამაზი,სწრაფი შველივითაა.გუშინ ვერ გაიტანა მაგრამ რა მაგარი პასით საგოლე შეტევა წამოიწყო.აღსანიშნავია ის რომ გვერდით ლომივით მებრძოლი ოსიმენი უდგას.ხვიჩა ვერ გაიტანს ოსიმენი გაიტანს ან პირიქით.
ამაშია საქმე
16 მარტი 2023 12:40
1
ხვიჩამ თამასა ასწია და სულ არის მოლოდინი კიდევ აწევის, საგოლე მომენტები ქონდა და დააკლეს ქულები, მეკარემ აართვა, ჰოლანდს გადმოვარდნილი ბურთები მაგნიტივით ,,მისდიოდა" მეკარემაც შემთხვევით ორჯერ უპასა. ანგისა არ მომწონს ბოლო თამაშებია პასიურობს...
გუსანი
16 მარტი 2023 11:28
1
წუხელ,ლიგის თამაშების დაწყებამდე,რუსეთის თასის მატჩს ვუყურე,ზენიტი მოდკოვის დინამოს იღებდა და ძირითადში 1-1 შემდეგ,პენალტებში,5-4 დინამო გაიმარჯვა.საზონოვმა მთელი თამაში ითამაშა,გაგნიძე კი,მეორე ტაიმიდან ჩაერთო,საკუთარი თავის ჩრდილად ქცეულ ზახარიანის ნაცვლად.თავიდან ზენიტი აწვებოდა,თუმცა მოსკოველებმა,პირველივე წამებზე გაიტანეს გოლი და შუა ტაიმში,თვითონ გაუშვეს.დიდი ხანია არ მიყურებია რუსული გუნდებისათვის,რაც ხვიცა წამოვიდა,მას შემდეგ.საზონოვს რაც შევამჩნიე ნაკლი,ეს ცუდი გრძელი პასია.ვერც ერთხელ ვერ მიაწოდა ზუსტად.ზახარიანი ჩელსი კი არა,დინამოშიც სუსტი იყო და გაგნიძემ შეცვალა.მოძრავია,სწრაფიც,თუმცა ბურთს იშვიათად აძლევდნენ და დიდი არაფერი შეუქმნია.ვიცი,მისი შესაძლებლობები და უფრო მეტს ველოდი,თუმცა ახალმისული ხვიჩასი არ იყოს,ჯერ მაინც ეტყობა ბოლომდე არ ენდობიან და უფრო გამოცდილ ლიდერებს მეტად ანდობენ თამაშის წარმართვას.პენალტები,პირდაპირ ძირითადი დროის გასვლის შემდეგ დაინიშნა და გაგძიძემ, "პანენკა"შეაგდო,მეხუთე პენალტიდან.მეექვსე პენალტი ზენიტმა გააფუჭა,მოსკოველბმა კი გაიტანეს და ბრძოლას აგრძელებენ,ისედაც მეორე ტაიმში,მოსკოველებმა ინიციატივა ჩაიგდეს ხელში და მასპინძლებმა ზოგი მთავარი მსაჯის(ვარის მიერ დადასტურებული პენალტი, არ დანიშნა) და ზოგიც მეტოქე ფეხბურთელების არასაკმაო კლასის გამო,მატჩი,პენალტების სერიამდე მიათრიეს.
ვფიქრობ ამ სეზონის შემდეგ,გაგნიძეს უკვე წამოსვლა სჭირდება.შესანიშნავად მოძრაობს,სწრაფია,მაგრამ ბურთან მეტი ურთიერთობის საშუალებას,გუნდის თამაში არ აძლევს და საჭირო ადგილას თუ აღმოჩნდა,რამხელა პროგრესი შეუძლია გაგნიძეს,ხვიჩას მაგალითიც გვიჩვენებს.ცხადია,რომ მისი ენერგია,ჩვენს ნაკრებს,ჰაერივით სჭირდება.ამ ზაფხულს,მისმა თამაშმა,ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში,მას ევროპული გზა უნდა გაუხსნას.გუშინ,ირაკლი აზაროვმაც,როგორც იქნა მეორე ტაიმი ითამაშა,ცრვენა ზვეზდას სათასო მატჩში და უკვე ეს ფაქტიც სასიხარულოა,ირაკლის დღევანდელ მდგომარეობაში.მან პირველი გოლის ავტორი შეცვალა და კიდევ ორი გოლი გაიტანეს,მეორე ტაიმში
სოსო
16 მარტი 2023 13:30
0
გეთანხმები ანგისამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აშკარად მოუკლო.სამწუხაროდ ნდომბელეც ვერ ქაჩავს ნაპოლის ძირითადს,ზელინკიც დიდი ალბათობით ზაფხულში დატოვებს გუნდს,სატრანსფერო ფანჯრისას მგონი სჭირდება ნაპოლის ახალი ნახევარმცველის ყიდვა ან ვინმე თავისუფალი აგენტის მოყვანა.გუნდოგანი კარგი იქნებოდა,მარა ეგ ბარსაში გადავა უდიდესი ალბათობით.კოვაჩიჩი-კანტეც შეიძლება გაუშვას ჩელსიმ და არ იქნება ცუდი ვარიანტი ამ ორიდან რომელიმე.ყოველ შემთხვევაში ანგისა-ნდომბელეს კი ჯობია ორივე კლასით.ისე კი ჩემი სუბიექტური აზრით გაგნიძეც გაქაჩავდა ნაპოლის.კარგი პასის კულტურა აქვს და ართმევებშიც ძლიერი ბიჭია.საზონოვიც გაქაჩავს სერია ა-ს,ლოჩოშვილზე დიდი პოტენციალი აქვს ნამდვილად.
Მეზღვაური
16 მარტი 2023 12:09
0
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა თავისი ასაკისათვის ბრწყინვალე ფეხბურთელია! ისეთ მომენტებს ქმნის და ისეთი გოლები გააქვს, რომლებიც ერთი შეხედვით ამოვარდნილია საფეხბურთო ლოგიკიდან და ჩვეულებრივ შემთხვევებში ასეთი სვლების შემდეგ სახიფათო მომენტები არ უნდა შეიქმნას, მაგრამ სწორედ ესაა კვარას უნიკალურობა, რომ ასე, თითქოსდა არალოგიკურად მოქმედებს. წარმოუდგენელია, რა სიმაღლეებს შეუძლია მიაღწიოს მან თავისი ნიჭის მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში, როდესაც ისწავლის თავისუფალი ზონების უფრო ეფექტურად ათვისებას, მეტად გაიხსნება და ბურთის მიღებას მოძრაობაში შეეცდება (ასეთ შემთხვევებში მისი გამჩერებელი არავინაა), ასევე, ექსტრემალურ სიტუაციებში (როდესაც, კარში დარტყმაზე უკეთესი ვარიანტი პასის გაკეთებაა) უკეთ გაერკვევა (მოკლედ, იდეალური ფეხბურთელის სურათი დავხატე!?)
გულშემატკივარი
16 მარტი 2023 10:19
0
გელა ნუგზარაშვილმაც ასე შთამბეჭდავად დაიწყო თავის დროზე.
გელას კვალზეა ხვიჩა.
მიდი გელა!
გენა
16 მარტი 2023 10:13
12
Მე შეიძლება ვერ ვერკვევი ფეხბურთში.მაგრამ მხედველობა და გააზრების უნარი ნამდვილად მაქვს.ოზიმენს ხშირად მზამზარეული ბურთები მისდის და გააქვს.კი ბატონო.აი კვარას კი თვითონ უწევს მოპოვება და გოლის გატანა.ჩემის აზრით დიდი სხვაობაა.მითუმეტეს 3-4ადამიანი მუშაობს ხშირად მისი თამაშის დაბლოკვაზე.ბოდიშს ვიხდი თუ რამეს არასწორს ვწერ,მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
ნანა
16 მარტი 2023 09:58
2
ზოგი ფეხბურთის ისე აზრზე არაა როკ ჰგონია თუ გოლი ვერ გაიტანა ესეიგი ცუდათ ითამაშა, და ყველა თამაში გონიათ რომ ათამადეა, და კიდევ ბრაზილიას თუ ხვდება , მთავარია მაგათთან რას იზამენ? :D :D :D
Vasili
16 მარტი 2023 09:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული