ამერიკელმა ჟურნალისტმა 10 ათასი კილომეტრი დაფარა და კვარაცხელიას ოჯახს თბილისში ეწვია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია აშშ-შიც კი ძალიან პოპულარულია. ამას წინათ "ნიუ იორკ თაიმსის" ჟურნალისტი რორი სმიტი ხვიჩას ნეაპოლში ეწვია და ინტერვიუ ჩამოართვა, ახლა კი CBS Sports-ის კორესპონდენტი გილემ ბალაგე ორი დღით თბილისში ჩამოვიდა და კვარაცხელიას ოჯახი მოინახულა.

ამერიკულმა ტელეკომპანიამ "კვარაზე" რეპორტაჟის მომზადება გადაწყვიტა და ბალაგეს სტუმრობის მიზეზიც ეს იყო.

ბალაგეს თბილისში ვიზიტი CBS Sports-მა გააშუქა. გადაცემაში ტიერი ანრი, ჯეიმი კარაგერი და მიკა რიჩარდსი მონაწილეობდნენ. წამყვანმა აღნიშნა, რომ ბალაგემ ჯორჯიის შტატიდან საქართველოში ჩამოსასვლელად 10 ათას კილომეტრზე მეტი დაფარა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მუსიკალური გაფორმება ვინ ურჩია ? ცალსახად არაქართულია
ზურა
22:51 16-03-2023
0
იდიოტური სიუჟეტი. იდიოტი ჟურნალისტით. სულელური იუმორით, უგემოვნო და უაზრო. ბოდიში ყველას ვისაც მოეწონა :)
კაპიტან გარდენბურგი
02:19 17-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული