კონფერენს ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში "ლეხმა" სტუმრად "იურგორდენს" 3:0 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.
„ლეხმა“ „იურგორდენი“ ერთი კვირის წინ სახლში 2:0 დაამარცხა, ამჯერად კი 3:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ შვედური გუნდი 44-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა.
პოზნანელთა რიგებში ნიკა კვეკვესკირი 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 90+1-ე წუთზე თავად გაიტანა, ერთ წუთში კი სკორაშს გაატანინა. შეგახსენებთ, მან გასულ ტურში "ლეხს" პოლონეთის ექსტრაკლასაზე კომპენსირებულ დროში ქულა მოუპოვა. რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, განაცხადში არ იყო.
სტოკჰოლმი. „ტელე 2 არენა“
იურგორდენი - ლეხი 0:3
გოლები: 0:1 მარხვინსკი (77), 0:2 კვეკვესკირი (90+1), 0:3 სკორაში (90+2)
გაძევება: დანიელსონი (44, იურგორდენი)
ხომ გეუბნებოდით კვერცხი და ქვეშაფ..აა ეგ ,, ტრეინერი" მეთქი, ახლაც არ დაიჯერებთ? თავისი უაზრო ცვლილებებით წააგებინა გუნდს.