კვეკვესკირის გოლი და საგოლე გადაცემა ერთ წუთში - "ლეხი" კონფერენს ლიგის მეოთხედფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში "ლეხმა" სტუმრად "იურგორდენს" 3:0 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

„ლეხმა“ „იურგორდენი“ ერთი კვირის წინ სახლში 2:0 დაამარცხა, ამჯერად კი 3:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ შვედური გუნდი 44-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა.

პოზნანელთა რიგებში ნიკა კვეკვესკირი 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 90+1-ე წუთზე თავად გაიტანა, ერთ წუთში კი სკორაშს გაატანინა. შეგახსენებთ, მან გასულ ტურში "ლეხს" პოლონეთის ექსტრაკლასაზე კომპენსირებულ დროში ქულა მოუპოვა. რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, განაცხადში არ იყო.

სტოკჰოლმი. „ტელე 2 არენა

იურგორდენი - ლეხი 0:3
გოლები: 0:1 მარხვინსკი (77),
0:2 კვეკვესკირი (90+1), 0:3 სკორაში (90+2)
გაძევება: დანიელსონი (44, იურგორდენი)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვაისი არის სუსტი მწვრთნელი. შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ ვაისის შემთხვევაში ეს ცალკეული მოვლენა კი არაა არამედ რეგულარული ამბავი.ეს კაცი თამაშს საერთოდ ვერ გრძნობს. ბოლო ათ წუთში საერთოდ თავისი ხელით დაანგრია საკუთარი გუნდის თამაში და ლიგიკური გოლიც მიიღო.
დარწმუნებული ვარ, იმ გადამწყვეტ თამაშში მაკედონიასთან მეტნაკლებად ნორმალური მწვრთნელი რომ გვყოლიდა გასულები ვიქნებოდით.
არტ
12:15 17-03-2023
0
ქორ-პარიკმახერს ვეთანხმები. ამ ჰალსტუხიანმა აქლემმა (სულ იფურთხება) წააგო მოგებული თამაში.
ვაჟა მასწავლებელი
01:24 17-03-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული