"სლოვანმა" თითქმის მოგებული მატჩი წააგო და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში „სლოვანი“ სახლში „ბაზელთან" პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

გასვლაზე მიღწეული ფრის შემდეგ (2:2) ბრატისლაველებმა თავიდანვე შეუტიეს და აბუბაკარისა და კუცკას გოლებით დაწინაურდნენ. ვერაფერს იტყვი, ასეთ დებიუტს ვერც ინატრებდნენ. ჩაკვეტაძე ძალიან აქტიური იყო, ჯერ საჯარიმოში წააქციეს, შემდეგ საჯარიმოს გარეთ, მაგრამ მსაჯმა პირველ შემთხვევაში პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია, ხოლო მეორეში რატომღაც იქით დააჯარიმა. კარგად ირჯებოდნენ კაშია და კანკავა და საერთოდაც უნდა ითქვას, შესვენებამდე „სლოვანი“ დამაჯერებელი გახლდათ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაკვეტაძემ კოხტა პასით აბუბაკარი ხელსაყრელ პოზიციაზე
გაიყვანა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ამას სტუმართა იერიში და კალაფიორის მიერ ანგარიშის შემცირება მოჰყვა. მერე ნდოიემ მოახერხა და ორიოდ მეტრიდან ვერ გაათანაბრა ანგარიში. მწვრთნელმა ვაისმა დაცვის გასაძლიერებლად ჩაკვეტაძე ლიხით შეცვალა. ცოტა ხანში შვეიცარიელებს კიდევ ერთი შანსი მიეცათ და ამჯერად მიზანს ზეკირიმ ვერ უწია. სამაგიეროდ, კომპენსირებულ დროში ამდუნიმ დალაშქრა ჩოვანის კარი, 2:2 და ექსტრა-ტაიმი დაინიშნა. საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომლის დაწყებამდე ვაისმა მეკარე ჩოვანი ტრნოვსკით შეცვალა. თუმცა თერთმეტმეტრიანები უკეთ "ბაზელმა" შეასრულა და გაიმარჯვა.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 21 675 მაყურებელი
სლოვანი - ბაზელი 2:2 (პენ 1:4)
გოლები: 1:0 აბუბაკარი (12), 2:0 კუცკა (18), 2:1 კალაფიორი (52), 2:2 ამდუნი (90+3)

„შახტარი“, რომლის საევროტურნირო განაცხადში არ იყო გიორგი გოჩოლეიშვილი, როტერდამში ევროპა ლიგაზე „ფეიენოორდთან“ 1:7 განადგურდა (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა) და გათამაშებას გამოეთიშა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჰო,რა ვიცი,მე არ ვარ სპეციალისტი და ვაისის კრიტიკოსად ვერ გამოვდგები,მაგრამ ზოგადად ნათქვამია: ,,საუკეთესო თავდაცვა-თავდასხმააო",ხშირად გვინახავს მსგავსი ფეხბურთში,ანგარიშის შენარჩუნებაზე გადართვა და თავდასხმის შეწყვეტა,საბოლოოდ მარცხით სამთავრებულა,მხოლოდ ბფეხბურთში არ ძიუდოშიც და სხვაგანაც
ადამიანი
17 მარტი 2023 02:49
1
ჰალსტუხიანი აქლემი შევარქვი მე ამ კაცს, იმიტომ, რომ ჰალსტუხი კი უკეთია, მაგრამ აქლემივით იფურთხება და უტვინო შეცვლებით წააგო მოგებული თამაში.
ვაჟა მასწავლებელი
17 მარტი 2023 01:21
3
ბათუმს რაც გაუკეთა, შეუტრიალდა✅
ქომაგი
17 მარტი 2023 03:45
1
ძალიან დამწყდა გული მინდოდა რომ ქართველები რაც შეიძლება შორს წასულიყვნენ თან მე 4 ფინალებიდან უკვე კარგი გუნდები იქნებოდნენ მეტოქეებად და საინტერესო იქნებოდა ჩაკვეტაძე კარგი გუნდების წინაღმდეგ მაგრამ სამწუხაროდ ფაქტიურად მოგებული თამაში წააგეს ჩემი აზრით ჩაკვეს შეცვლა არ იყო სწორი გადაწყვეტილება და 70 წუთიდან ყრუ დაცცვაში ჩაჯდომა.
goga
17 მარტი 2023 01:16
2
სულაც არ მიკვირს რომ ჩაკვე აქ ვერ გაიხსნა, ეტყობა რომ უხალისოდ თამაშობს. ეს გუნდი საერთოდ ახლოს არაა ფეხბურთთან და ანტიფეხბურთის საუკეთესო ნიმუშია. არ არსებობს კომპონენტი რაც მინიმალურთან ახლოს აქვთ, შეფასებადაც არ ღირს ამ გუნდის თამაში თუ წვალება. ეს არც გუნდია და არც ფეხბურთთან ნაზიარები ცალკეული ფეხბურთელები. ქართველებს გარდა სახეც არავის აქვს სლოვანში. ბათუმის ან თბილისის დინამოში დაბრუნება გაცილებით მეტს მიცემს ჩაკვეს, სამწუხაროდ ასეა... სასწრაფოდ უნდა დატოვოს ეს გუნდი გიორგიმ ან უარი თქვას ფეხბურთელობაზე...
nika
17 მარტი 2023 01:47
5
ოჰ ვაის ბატონს არ ახსენდება ბათუმის თამაში? რომ არა კუპატაძის ხეპრობა დიდი ხნით ადრე იქნებოდნენ სახლში, ისე მოგებული თამაში წაგვართვეს დღემდე ვერ ვივიწყებ იმ ტკივილს.
Baduri
17 მარტი 2023 12:25
3
ვაისმა აღიარა დაუფარავად რომ თამაშით ბათუმმა აჯობათ
საბა
17 მარტი 2023 15:37
0
მოდით ვიყოთ გულახდილები, ჩაკვეს თამაში არ წაუვიდა და შესაცვლელი იყო. ბევრჯერ დაკარგა ბურთი და ორჯერ გამოჭოლი პასი ვერ გააკუკეთა კარგ მდგომარეობაში მყოფ თანაგუნდელს, რაც მისი მთავარი პლიუსია. ორთაბრძოლებშიც ვერ შედიოდა და დაცვაზე გადართული გუნდისვის გამოუსადეგარი გახდა. სხვა საკითხია მისმა შემცვლელმა რა გააკეთა ან ვაისმა რა შეცდომები დაუშვა. ჩაკვეს დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ვიყოთ ობიექტურები, დღეს ასეთი ფეხბურთით ნაკრებში ძირითადში მის ადგილს ვერ ვხედავ. მარცხენა ფლანგი ხვიჩასია და თუ ართმევაზე არ ითამაშე, კონტაკტს მოერიდე და ბურთი დაკარგე ვერც ნახევარდაცვას გამოადგები. კიტეს პოზიციაზე იქნებოდა იდეალური ორთაბრძოლებში შესვლის შიში რომ არ ქონდეს. ძალიან მინდა ტრამვის რეციდივის შიში გადალახოს და თავისი საუკეთსო თვისებები აღიდგინოს.
კობი 74
17 მარტი 2023 10:58
1
გეთანხმებით ჩაკვეტაძემ იმედი გაგვიცრუა, მაგრამ მაინც დაძაბულობას ქმნიდა, იბრძოდა, მისი შეცვლის შემდეგ კონტრშეტევის მცდელობა დაიკარგა, ამას დაემატა კიდევ შეტევაში სხვა ლიდერების შეცვლაც და კი მიიღო ვაისმა ის რისაც მუდამ ეშინია.
ქორ-პარიკმახერი
17 მარტი 2023 15:29
0
დამფთრთხალი იდაურივით თამაშობს ჩაკვე. არც ტაქტიკა ეტყობა გუნდს არც ჩაკვემ იცის სად უნდა გაეხსნას რა ფეხბურთელი გაფუჭდა გული მწყდება.
რონი
17 მარტი 2023 09:17
1
კლასიკური "ვაისური" შედეგი. ალოგიკური და დაგვიანებული შეცვლები და ტრადიციული დაცვაში "ჩაჯდომა". ერთ წრეზე ტრიალებს, ნული ფანტაზიით.
WTF
17 მარტი 2023 10:21
0
ეს სლოვანი რა ბედენა გუნდიცაა გასაგებია,მაგრამ ამ ჩაკვეს რა დაემართა ასეთი, რომ ვერა და ვეღარ აღიდგინა ფორმა... სამწუხაროდ აჩრდილიც კი აღარ არის იმის რაც იყო....თითქოსდა უკვე ღრმა ვეტერანი იყოს ისე თამაშობბს-არმინდასავით. ან კიდევ რაღა დროს კანკავას ფეხბურთია-როგორ ჩამოაცილა ბოლო წამებზე მეტოქე საკუთარ საჯარიმომდე, რასაც გოლი მოყვა....ისე სლოვანის დონის კიდევ არის უდავიდ..
სოსო
17 მარტი 2023 10:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული