le10sport: დადასტურებულია - პსჟ კვარაცხელიას 180-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

AutoSharing Option
ფრანგული le10sport-ი ირწმუნება, რომ პსჟ მზადაა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაში წარმოუდგენელი თანხა, 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ეს დადასტურებულია - პსჟ 180-მილიონევროიან ტრნსფერს ამზადებს

"ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ხვიჩა კვარაცხელია ახლა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა. საქართველოს ნაკრების წევრმა გასული წლის ზაფხულში ნეაპოლში ჩასვლისთანავე მოახდინა შთაბეჭდილება, როდესაც კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაუფორმეს. მისმა თამაშმა პსჟ მოხიბლა და ტრანსფერის ზაფხულში გაჩარხვითაა დაინტერესებული.

ბათუმის "დინამოსგან" 10 მილიონად შეძენილი კვარაცხელიას ფასმა მკვეთრად მოიმატა, რამეთუ ქართველი  მაღალ დონეზე და შედეგიანად
თამაშობს - ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" კვარაცხელიას გასხვისება არ უნდა, მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას მისი შენარჩუნება ძნელი იქნება. როგორც ახლახან "მარკას" ჟურნალისტმა ირატი პრატმა განაცხადა, იტალიურ კლუბს 180-მილიონიან შეთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდება, 100 ან 120 მილიონად კი ვერ შეელევა.

იმ დროს, როდესაც გუნდში ნეიმარისა და ლეო მესის მომავალი გაურკვეველია, პსჟ შეიძლება კვარაცხელიას გადაბირებას შეეცადოს. ჟურნალისტ ეკრემ კონურის მტკიცებით, პარიზული კლუბი ნამდვილად დაინტერესებულია 22 წლის ქართველით".

მკითხველის კომენტარები / 47 /
აქ ბევრი კომენტარების ავტორებს არასდროს არც ფეხბურთი უთამაშია,არც ამდენი შრომა და ოფლი აქვს ჩადებული რაიმის მისაღწევად,არც წერა-კითხვის ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ, მაგრამ მაინც აქეთ იქით ისე აღფრთოვანებით ფეხებზე ჰკიდიათ სხვისი 10,20 და 150 მილიონი, თითქოს თვითონ 2 ლარი ედოს ჯიბეში ტოტალიზატორში დასადებად.
თუ გადაუხდიან 180 მილიონს,გაყიდის,აბა რას იზამს. თუ კი ხვიჩას წელიწადში დაუნიშნეს 8-10 მილიონი,უნდა წავიდეს აბა რა უნდა გააკეთოს?
მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და ვიცი რა მოჰყვება შემთხვევით ტრამვას ანდა უბრალოდ ფორმის დაკარგვას, როცა გადაღლილი ხარ,გარეთ წვიმს,ქარია და შენ თბილი გასახდელიდან უნდა გახვიდე მოედანზე და 90 წუთი გაიხარჯო.
მოკლედ, დაანებეთ თავი უაზრო რეკომენდაციებს, უნდა წავიდეს პსჟ-ში თუ
ჩიხურაში სჯობია.
სანდრო
19:30 19-03-2023
0
მაგ ფულის მახეში არ უნდა წავიდეს. ფეხბურთი უნდა ითანაშოს.
გიორგი
19:05 19-03-2023
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული