მიქაუტაძემ კარგი მატჩი ჩაატარა, მე-80 წუთზე მაიგას საგოლე პასი გაუკეთა, 89-ეზე კი შეცვალეს. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 14 გოლი (ჩემპიონატის ბომბარდირია) და 7 საგოლე გადაცემაა.
ლე-პეტი კევილი. „რობერ დიოშონი“
რუანი - მეცი 1:2
გოლები: 0:1 მაზიზი (72), 0:2 მაიგა (80), 1:2 კამარა (90)
დავითაშვილმა 67-ე წუთამდე ითამაშა, აქტიური იყო, ვიდრე 67-ე წუთზე შეცვლიდნენ, თანაგუნდელი მაჯა მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან შანსი
ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - ნიმი 1:0
გოლი: მაჯა (81)
ჩემპიონატზე 57 ქულით ლიდერი „ჰავრია“, 50 ქულით მეორე ადგილზე „ბორდოა“, 49 ქულით მესამეზე „სოშო“, ხოლო 48 ქულით მეოთხეზე „მეცი“.
„მეცი“ 1-ელ აპრილს „ლავალს“ უმასპინძლებს, „ბორდო“ კი 3 აპრილს გასვლაზე „გენგამს“ დაუპირისპირდება.
ნაკრებში მისი იმედი მაქვს, უბრალოდ სანიოლმა უნდა შეძლოს მისი სწორად გამყენება. ცენტრფორვარდი მაინც სპეციფიური პოზიციაა იმ ხრივ, რომ ყველა სხვა პოზიციაზე მეტად საჭიროებს პარტნიორების მხრიდან დროულ პასებს.