დღეს, 19 მარტს სერია A-ს 27-ე ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" ესტუმრა და 4:0 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში "პარტენოპეის" ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ 35-ე წუთზე პენალტი გაიტანა, 68-ე წუთზე კი თანაგუნდელს - ტანგი ნდომბელეს გაატანინა. როგორც ჩანს, "კვარა" თანაგუნდელის გატანილმა გოლმა ძალიან გააბედნიერა.
მოგეხსენებათ, ფრანგ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა, ალბათ 22 წლის გარემარბის ასეთი რეაქციაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.
მე-10 საგოლე გადაცემა სერია A-ში და ნდომბელეს გოლი
ხვიჩა კვარაცხელიამ "ტორინოს" გაუტანა [VIDEO]