
მოგეხსენებათ, სანაკრებო შესვენებისას საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 მატჩს მონღოლეთთან (25 მარტს) და ნორვეგიასთან (28 მარტს) გამართავს.
ვილი სანიოლის 28-კაციან განაცხადში არ მოხვდა სერია A-ში "კრემონეზეს" მცველი ლუკა ლოჩოშვილი. ქართველი ფეხბურთელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Geo Team-ს ესაუბრა:
"გამოხმაურებები ვნახე და გაოცებული ვარ. კრიტიკა იმ ხალხისგან, ვისაც ჩემი თამაში არც უნახავს. სერია A-ში 16 შეხვედრა ჩავატარე, აქამდე მხოლოდ 4-მა ქართველმა ითამაშა აქ, სადაც მოხვედრა რთულია. ცუდ რაღაცებს წერენ. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს მთელი სეზონია აქტიურად. ძალიან ვაფასებ" - განაცხადა ლუკამ.
შეგახსენებთ,
"კრემონეზე" 27 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-20 პოზიციას იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 1-ელ აპრილს, "ატალანტასთან" ჩაატარებს.