"გოჩოლეიშვილი უნარიანია და კარგი ფიზიკური შესაძლებლობები აქვს" - "შახტარის" მწვრთნელი

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატზე "შახტარმა" "რუხს" 2:0 სძლია. ამ მატჩში დონეცკური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმა. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ტელეარხ NTA-ს ჟურნალისტმა "მეშახტეთა" მწვრთნელ იგორ იოვიჩევიჩს ქართველის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა.

"დღეს ახალწვეულთაგან მარტო გოჩოლეიშვილმა კი არა, კელსიმაც ითამაშა. რა თქმა უნდა, გვინდოდა მათთვის ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის შეგრძნება თავიდანვე მიგვეცა, უკრაინის პრემიერლიგის ტემპისა და რიტმის, რათა გუნდს შეწყობოდნენ და მომავალში უფრო შეთამაშებული ყოფილიყვნენ.

ორივეს თვალები გაფართოებული ჰქონდა და ემოციურად დატვირთულებიც იყვნენ, მაგრამ ეს ნორმალური მოვლენაა. გულით თამაშობდნენ და მეორე ტაიმში
დასვენების საშუალება მივეცით. ვფიქრობ, მომავალში ორივე გუნდისთვის სასარგებლო უნდა იყოს, ვინაიდან ჩვენ უნარიან ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ.

გოჩოლეიშვილი ტიპური განაპირა მცველია, რომელიც შეტევაში ერთვება და კარგი ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. გავიმეორებ: კონოპლიასთან კარგ კონკურენციას აქვს ადგილი, ამიტომ ეს საინტერესო იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მზად იყოს. სწორედ ამიტომ მივეცით საშუალება, რომ პრემიერლიგა შეეგრძნოთ", - უპასუხა იოვიჩევიჩმა.

"შახტარმა" პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, შესვენებაზე კი გოჩოლეიშვილი ეფიმ კონოპლიამ შეცვალა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Mere atamashe bijo,7it1 wagebis shemdeg sastartoshi gyavda da igebdit 2it0s sheavenebaze shwcvla raga iyo???
L.J .
01:22 21-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული