Ballon d'Or 2023 Power Rankings. სარეკორდო პოზიცია - კვარაცხელია "ოქროს ბურთის" რეიტინგში კვლავ წინ მიიწევს

AutoSharing Option
goal.com-მა, ბოლო თვის მონაცემების მიხედვით, "ოქროს ბურთი 2023"-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა. "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და საპატიო პრიზის კანდიდატთა სიაში მისთვის სარეკორდო, მეექვსე ადგილზეა. ხვიჩას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი კი მეოთხე პოზიციაზე აღზევდა.

"ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა დაპირისპირებებმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა მხოლოდ გაამწვავა", - აღნიშნავს გამოცემა და კვარაცხელიას თაობაზე შემდეგს წერს:

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
ბოლოს მეშვიდე პოზიციაზე იყო
16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა 2022/23 წლების სეზონში

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ფავორიტი მოულოდნელად მას შემდეგ გახ
და, რაც მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კარგი ბადე ერგო. ქართველი გარემარბი სერია A-ში გოლების გატანას და საგოლე გადაცემების გაკეთებას განაგრძობს, ხოლო ლუჩანო სპალეტის გუნდს სკუდეტოს მოპოვება აპრილის ბოლოს აქვს გადაწყვეტილი".

"ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ტოპ-ათეული:

1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
3. კილიან მბაპე (პსჟ)
4. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
5. ვინისიუსი (რეალი)
6. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
7. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერი)
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
9. კაზემირო (მანჩესტერი)
10. ბუკაიო საკა (არსენალი)

მკითხველის კომენტარები / 33 /
ზოგჯერ მგონია რო პროსტა ქართველები რომ ხართ მაგიტომ აკომენტარებთ აქ რო კვარა იმსახურებს ოქროს ბურთს.. წელს რაც არუნდა მოხდეს ეს ჯილდო არის მესის. მეორეზე მბაპე უნდა იყოს მესამეზე ან ჰალანდი ან სხვა ვინმე არ ვიცი იმედია კვარა 5 ეულში მოხვდება და იმის იმედიც მაქვს რომ რაც დრო გავა უფრო მეტად მონსტრად ჩამოყალიბდება აი სოალეტი არ ვიცი რამდენად შეძლებს ამას, მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვარ რომ ევროპაში კვარა ტრენდშია და მოსწონს ახალგაზრდებს , დაიცადეთ დრო უნდა ყველაფერს და იმედია მბაპე ჰალანდის ეპოქაში ერთხელ მაინც გაისვრის კვარა და აიღებს ამ ჯილდოს და ეს იქნება უდიდესი მიღწევა მისთვის ❤️. როგორღაც მიხვდით რო კვარაზე მაგრებით არის სავსე ევროპული ფეხბურთი და მაგიტომ ვიძახი დრო მიეცით დროს.. მეტი განვითარება სჭირდება გამოცდილებაც ხომ უნდა აი რასაც პირველივე სეზონზე აკეთებს ეგ სასწაულია მაგრამ არ არის საკმარისი რო მბაპე ჰოლანდს აჯობოს ნუ მესი შემდეგ წელს აღარ იქნება ალბათ ოქროს ბურთის 5 ეულში და სწორედ მბაპე ჰოლანდთან მოიწევს კვარას ჭიდილი ამიტომ ვისურვებ რო უფრო მეტად განვითარდეს და მათ დონეზე ავიდეს
მეც ქართველი ვარ
19:17 18-04-2023
0
მესიმ რო სულ ფეხი არ გაანძრიოს მაინც უპირობოდ ეკუთვნის ოქროს ბურთი ამიტომ ნუ იღლით თავს ამ ვითომ ექსპერტობით.. მსოფლიოს ჩემპიონი გახდა იცით რას ნიშნავს? ხვიჩას სერია ა ში კარგი თამაში ვერ გადაფარავდა მესის სიდიადეს ხოდა აცადეთ ლეოს ეს ოქროს ბურთიც და შემდეგ წლებში იმედია კვარა ერთხელ მაინც აიღებს ამ ბურთს და დამიჯერეთ თუ ასე მოხდება ეგეც სასწაული იქნება.. კვარამდე მბაპე ჰალანდია (ვინისიუსის ვარსკვლავობის მე არ მჯერა) მესი ნუ ჩამოწერეთ ასე და ნუ ბიდავთ თიქთქოს რენთან ვერაფერი გააკეთა და მაგიტო კვარას ეკუთვნის რამე წელს. მესის 15-20% ათამაშოს ღმერთმა კვარას და ეგეც საკმარისი იქნება რო მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო იყოს წლების განმავლობაში.. ნუ გაბრმავებთ ეს ქართველობა და ნუ ფიქრობთ რო კვარა ყველაზე მაგარია. ბაზარი არაა ევროპის მეფეს ეძახიან აქ ევროპაში და მაგრად მომწონს ეგ იმიტო რომ ახალგაზრდები ნელ ნელა იცნობენ და გულშემატკივრობენ , კვარა ტრენდშია მარა მესი მესია. ლეომ წელს ოქროს ბურთი აუცილებლად უნდა აიღოს არ აქვს მნიშვნელობა პსჟ ლიგა 1 თს მოიგებს თუ არა , არ აქვს მნიშვნლელობა ჰალანდი 20 გოლს გაუტანს თუ არა ბაიერნს , არ აქვს მნიშვნელობა კვარა მილანს მარტო მოუგებს თუ არა , მესი მესია წელს უკონკურენტოა მორჩა და გათავდა იმაზეც მადლობელი ვიყოთ და ვიამაყოთ რო 10 ეულშია კვარა და იმედია 5 ეულს გამოკრავს ხელს. მესის სიდიადეს 8 ოქროს ბურთი მეტად დაამშვენებს. კვარას ვუსურვებ რო ერთხელ მაინც შეწვდეს ამ ჯილდოს მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა
რეალობა
19:11 18-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული