We Global Football-მა ნაკრებების ევრო 2024-ზე გასვლის შანსები გამოთვალა - რამდენი პროცენტი მიანიჭეს საქართველოს ნაკრებს

AutoSharing Option
We Global Football-ის საერთაშორისო გამოცემამ ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მონაწილეების ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსები შეაფასა.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო საქართველოს ნაკრები და მის ჯგუფში განხილული სიტუაციაა.

გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ჩვენი ჯგუფიდან გასვლის ყველაზე რეალურ კანდიდატად ესპანეთის ნაკრებია შერაცხული, რომელიც შესარჩევი ეტაპების ჯგუფებიდან გამსვლელ კანდიდატებს შორის 86,24%-ით მე-13 ადგილზეა.

64,24%-ით მე-18 პოზიციას კიდევ ერთი ჩვენი კონკურენტი ნორვეგია იკავებს. 44,08%-ით 21-ე ადგილზე შოტლანდია იმყოფება.

ჩვენი ნაკრები მხოლოდ კვიპროსს უსწრებს. "ჯვაროსნები" 53 მონაწილე ნაკრებს შორის ევრო 2024–ზე შესაძლო
გამსვლელთა შორის 5,44%-ით 34-ე პოზიციას იკავებენ.

რაც შეეხება კვიპროსს, ქეცბაიას გუნდს საერთოდ ნული პროცენტი დაუწერეს და 50-ე ადგილზე გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024–ის საკვალიფიკაციო ეტაპს 28 მარტს ნორვეგიასთან საშინაო მატჩით დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
არ დამძრახოთ და გული მეუბნება: საქართველო პირველი ადგილით გავა ჯგუფიდან.
მალხაზ
16:01 22-03-2023
6
ჩვენი ქეცბა თავისი გუნდით ბევრს გაუმწარებს ცხოვრებას, ის ჩვენი ხიდი იქნება ამ ჯგუფში. თუ არადა, აგერ თქვენ და აგერ მე.
მალხაზ ჯობავა
13:51 22-03-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული