"რატომ ეპარებოდა დე ლაურენტისს კვარაცხელიაში და კიმ მინ ჯეში ეჭვი?" - სპალეტიმ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
დღეს "ნაპოლის" თავკაცი ლუჩანო სპალეტი ენცო ბეარზოტის სახელობის პრიზის მფლობელი გახდა, რომელიც იტალიის წლის საუკეთესო მწვრთნელს გადაეცემა. დაჯილდოების ცერემონიაზე სპალეტის ჰკითხეს, თავიდანვე იყვნენ თუ არა ახალწვეულები ხვიჩა კვარაცხელია და კიმ მინ ჯე მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად.

"ასეთი ეჭვები კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსაც ჰქონდა. თუმცა, როდესაც "კვარა" საქმეში ვნახე, ყველა ეჭვი გამიქრა. რუსეთში ჩემმა ნაცნობებმა მითხრეს, რომ ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.

პრეზიდენტი მენდობა, მაგრამ იმასთან დაკავშირებით შიშობდა, თუ რამდენი ხანი მოუნდებოდა ხვიჩას სერია A-ში ადაპტაციისთვის, რადგან საფეხბურთო ლიგებს შორის სხვაობაა.
ხვიჩამ დაამტკიცა, რომ ეს საზღვრები მცირდება. ამდენად, წინანდელისგან განსხვავებით, ახლა ახალ მექანიზმთან მორგება უფრო ადვილია", - უპასუხა სპალეტიმ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეგ ქართველებს შეუძლიათ მარტო
თორე კოკორინები მირანჩუკები და ვლაშიჩები ისევ ისევ იჩ*** ავებენ რუსეთიდან თუ წავლენ ტოპლლიგებში
ქართველი
19:10 24-03-2023
15
ოსტეგაარდი რომ უხეხავთ სკამებს და თვეში 10 წუთს რომ თამაშობს,ეგ ღირს ათ მილიონზე მეტი და 10 მილიონად ჩაგდებულ კვარაზე რისი შიში ქონდათ
დავითი
23:31 24-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული