ხვიჩამ სერია A-ს ისტორია გადაწერა - კვარაცხელია ერთ სეზონში უკვე მესამედ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მან გამოკითხვაში თანაგუნდელ კიმ მინ-ჯეს, "სასუოლოს" წევრ არმან ლორიენტეს, "იუვენტუსის" ნახევარმცველ ადრენ რაბიოსა და "უდინეზელ" დესტინი უდოგიეს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მესამედ გახდა.

საამაყო ამბავია, რომ კალჩოში ერთ სეზონში სამჯერ თვის საუკეთესოდ აქამდე არავინ დაუსახელებიათ, ახლა კი ეს რეკორდი ხვიჩამ დაამყარა.
მკითხველის კომენტარები / 39 /
ხვიჩა კიდევ ბევრჯერ გადაწერს კლუბის ისტორიას,მერე სხვა კლუბისასაც სადაც გადავა,და კიდევ ნაკრების ისტორიასაც!
ზაზა
01 აპრილი 2023 13:13
0
აქამდე არ დაუსახელებიათ დებიუტანტი, თუ არა აქვს მნიშვნელობა? არასოდეს არავინ არ ყოფილა 3-ჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელი? თუ ასეა, ეს უდიდესი რამ არის.
????
31 მარტი 2023 11:59
0
ყოველთვის გახსოვდეს, რომ ბრბო, რომელიც ტაშს უკრავდა შენს მეფედ კურთხევას, ასევე ტაშს დაუკრავს შენი თავის მოკვეთას!
!!
31 მარტი 2023 11:23
1
ისე ჩვენში დარჩეს და ოსიმენს უფრო ეკუთვნოდა ეს აღიარება.
გური
31 მარტი 2023 10:49
17
ოსიმენი ათამაშდა, მეტი სივრცე გაუჩნდა ხვიჩას წყალობით. მანამდე სად იყო?
გია
31 მარტი 2023 20:22
0
ფაქტი სახეზეა, რო ოსიმენი უფრო ძლიერია! ამის უარყოფა უბრალოდ არის სისულელე.
გური
31 მარტი 2023 13:33
10
ყველა გამოხმაურება
თანდათან უფრო და უფრო ახლოდან ჩანს ოქროს ბურთის კაშკაში.
თეონა
31 მარტი 2023 10:35
1
მე ვფიქრობ, ხვიჩას შედეგს ქართული ფეხბურთი მოიმკის 10-15 წელიწადში. მან ეს სპორტი ძალიან პოპულარული გახადა ბავშვებში და ყველას შემატა მოტივაცია და რწმენა (მათ შორის მშობლებს), რომ თუ ნიჭი გაქვს და იშრომებ, შეგიძლია ძალიან წაატებული იყო! ამავდროულად, ხვიჩამ ევროპაში ქართული საფეხბურთო ბაზარი გახადა აქტუალური. ეს ყველაფერი აუცილებლად მოიტანს შედეგებს! მასლობა ხვიჩა რომ ქართული კარგი ადამიანი ხარ
ქართველი
31 მარტი 2023 00:26
0
მიგახვამანქ ხვიჩუ! ქგგალე გურს
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
30 მარტი 2023 23:09
31
რასაც თქვენ აკეთებთ, ეგ მენტალური პროვინციალიზმია მეგობარო.
მუსკია-ს
31 მარტი 2023 09:45
0
ჩაქრი! ტუტრუცან :-)
გიორგი
31 მარტი 2023 01:20
7
ძალიან გთხოვთ, მიქაუტაძე, აზაროვი, დავითაშვილი, წიტაიშვილი, კვარაცხელია დაუთმეთ ახალგაზრდულს ამ ევროპის ჩემპიონატზე. გაგვიჭირდება ეროვნულ ნაკრებს ამ ქვეჯგუფიდან ევრომუნდიალზე გასვლა. ნუ დაუკარგავთ ახალგაზრდულს 21 წლამდელთა ევროჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შანსს. ეგ კიარა საზონოვი და გაგნიძეც დაუთმეთ. დარწმუნებული ვარ მაგ შემადგენლობით ახალგაზრდული ნაკრები დიდ წარმატებას მიაღწევს მუნდიალზე.
ჩვენ ერთა თასიდან გვაქვს რეალური შანსი მოვხვდეთ ევრო 2024 ზე.
ბათუმელი ექსპერტი
30 მარტი 2023 21:49
5
ჩემს გულში იჯექი თითქოს. მეც მთელი სულით და გულით ესე მინდა.
ზურა
31 მარტი 2023 15:42
0
და რატო უშლის ხელს ერთმანეთს?
რა მაფიაა?
31 მარტი 2023 11:35
0
ყველა გამოხმაურება
გილოცავთ!!!:)))მე როგორც რიგითი ქართველი უზომოდ ამაყი ვარ!!! იხარე ხვიჩა❤️ წინ და წინ მრავალი გამარჯვებისკენ!!! უფალი გფარავდეს!!!
გულშემატკივარი
30 მარტი 2023 21:30
0
გილოცავთ კვარა გეკუთნოდა..წინ კიდეა სამი თვე აქედან ორი მაინც გადაიკეცე.ბრავო
მირო
30 მარტი 2023 21:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული