მესი, ხვიჩა, ოსიმენი... - "კვარა" The Athletic-ის მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა The Athletic-მა ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს სიმბოლური ნაკრებები შეადგინა. ჩვენდა სასიხარულოდ, დანარჩენი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

ევროპის ნაკრები:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, პარი სენ ჟერმენი)

მცველები: ჟოაო კანსელო (პორტუგალია, ბაიერნი), ვირჯილ ვან დეიკი (ნიდერლანდები, ლივერპული), იოშკო გვარდიოლი (ხორვატია, ლაიფციგი), ალეკსანდრ ზინჩენკო (უკრაინა, არსენალი)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (ბელგია, მანჩესტერ სიტი), როდრი (ესპანეთი, მანჩესტერ სიტი), ჯამალ მუსიალა (გერმანია, ბაიერნი).

თავდამსხმელები
: ბუკაიო საკა (ინგლისი, არსენალი), ერლინ ჰოლანი (ნორვეგია, მანჩესტერ სიტი), კილიან მბაპე
(საფრანგეთი, პარი სენ ჟერმენი).

დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები:

მეკარე: ანდრე ონანა (კამერუნი, ინტერი)

მცველები: აშრაფ ჰაკიმი (მაროკო, პსჟ), ედმონდ ტაპსობა (ბურკინა-ფასო, ლევერკუზენი), კიმ მინ-ჯე (სამხრეთ კორეა, ნაპოლი), ალფონსო დევისი (კანადა, ბაიერნი)

ნახევარმცველები: კაზემირო (ბრაზილია, მანჩესტერ იუნაიტედი), ფედერიკო ვალვერდე (ურუგვაი, რეალი), მოისეს კაისედო (ეკვადორი, ბრაიტონი)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა, პარი სენ ჟერმენი), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, ნაპოლი), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, ნაპოლი).

alt"ხვიჩა საოცრად კრეატიული ფეხბურთელია" - მარეკ ჰამშიკმა კვარაზე ისაუბრა

altკვარაცხელია "ნაპოლიში" დაბრუნდა - დიდი მატჩებისთვისთვის სამზადისი დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 21 /
მჩემი აზრით მანდ ვინისიუსი ან ნეიმარი ეწერა და სტატიის ავტორს კარგი საქმის გაკეთება უნდოდა))))
მირო
02 აპრილი 2023 10:49
1
ზინჩენკო, არსად დაგეკარგოთ, ზინჩენკო.დდდდდდ
გოგი
01 აპრილი 2023 14:11
5
ევროპის არა ეს ევროკავშირის ნაკრებია ალბათ მარა, ბუკაიო საკას რა უნდა მაშინ ინგლისმა ხომ დატოვა ევროკავშირი.
რრრ
01 აპრილი 2023 11:53
2
საქართველოს ევროპულობა რა შუაშია? ჯერ შეადგინეს ევროპის ნაკრები, რომელშიც კვარაცხელია არ შეიყვანეს. მერე კი დანარჩენი ფეხბურთელებისგან შეადგინეს მსოფლიოს ნაკრები. რა არის გაუგებარი? რონალდუ რომ არც ერთში არ შეიყვანეს? ეს უკვე მეორე საკითხია.
ინგლისის ნაკრები ევროპის ნაკრებს რომ ეთამაშება, ევროპის ნაკრებში ინგლისის გუნდში ვერმომხდარ ინგლისელებსაც ეძლევათ თამაშის უფლება. .
კონსტანტინე.
01 აპრილი 2023 02:17
8
ანუ ფეხბურთიდან საქართველო ევროპა არაო? აბა ევროპის შესარჩევზე რა პონტში გვიღებენ? ეს ორმაგი სტანდარტები აქაც დაიწყეს? ჰმ...
zura
31 მარტი 2023 23:35
5
რაცხა ვერ გევიგე ?? მსოფლიო ნაკრებში მესის გვერდზე რომ მოხთა აი სასიხარულო ამბავი არ გაგიხარდენ?!
Naturali Guruli
31 მარტი 2023 22:23
3
მესის გვერდით ვის არ გაეხარდება? უმაგრესი ფეხბურთელი, ვინც კი მინახავს საერთოდ! ჩვენი ხვიჩა კი მიწევს და მიიწევს წინ!
naturalur guruls
01 აპრილი 2023 00:00
1
ძალიან კარგად იციან საქართველო ევროპა რომ არის. დაწერეს რომ ევროპის ნაკრებში მბაპეა და მთლად მაგას ჯერ ვერ ჩაანაცვლებდა, არადა უეჭველი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ჩავსვით მაინც, მარა მეორე გუნდშიო. დამშვიდდით :)
მიჩინიო
31 მარტი 2023 20:27
7
აქაც ევროპის მიღმა დავრჩით…სამწუხაროა რო ვერ ხედავენ ჩვენს მისწრაფებებს.
ზურა
31 მარტი 2023 18:39
14
ანუ არ არის საქართველო ევროპა?
???
31 მარტი 2023 18:28
3
კარგი იქნებოდა ამ ორი შემადგენლობით რაიმე საქველმოქმედო მატჩი შემდგარიყო ამით სიამოვნებას ფეხბურთელები,მაყურებელი და ამასთან ერთად დახმარებოდნენ ვისაც ყველაზე მეტად უჭირს!!!
ზაზა
31 მარტი 2023 17:04
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული