მესი, ხვიჩა, ოსიმენი... - "კვარა" The Athletic-ის მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა The Athletic-მა ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს სიმბოლური ნაკრებები შეადგინა. ჩვენდა სასიხარულოდ, დანარჩენი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

ევროპის ნაკრები:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, პარი სენ ჟერმენი)

მცველები: ჟოაო კანსელო (პორტუგალია, ბაიერნი), ვირჯილ ვან დეიკი (ნიდერლანდები, ლივერპული), იოშკო გვარდიოლი (ხორვატია, ლაიფციგი), ალეკსანდრ ზინჩენკო (უკრაინა, არსენალი)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (ბელგია, მანჩესტერ სიტი), როდრი (ესპანეთი, მანჩესტერ სიტი), ჯამალ მუსიალა (გერმანია, ბაიერნი).

თავდამსხმელები
: ბუკაიო საკა (ინგლისი, არსენალი), ერლინ ჰოლანი (ნორვეგია, მანჩესტერ სიტი), კილიან მბაპე
(საფრანგეთი, პარი სენ ჟერმენი).

დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები:

მეკარე: ანდრე ონანა (კამერუნი, ინტერი)

მცველები: აშრაფ ჰაკიმი (მაროკო, პსჟ), ედმონდ ტაპსობა (ბურკინა-ფასო, ლევერკუზენი), კიმ მინ-ჯე (სამხრეთ კორეა, ნაპოლი), ალფონსო დევისი (კანადა, ბაიერნი)

ნახევარმცველები: კაზემირო (ბრაზილია, მანჩესტერ იუნაიტედი), ფედერიკო ვალვერდე (ურუგვაი, რეალი), მოისეს კაისედო (ეკვადორი, ბრაიტონი)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა, პარი სენ ჟერმენი), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, ნაპოლი), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, ნაპოლი).

alt"ხვიჩა საოცრად კრეატიული ფეხბურთელია" - მარეკ ჰამშიკმა კვარაზე ისაუბრა

altკვარაცხელია "ნაპოლიში" დაბრუნდა - დიდი მატჩებისთვისთვის სამზადისი დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 21 /
აქედანაც კარგად ჩანს როგორ გვთვლიან ევროპაში თავისიანებად!
Geoachi
31 მარტი 2023 15:50
21
გიჟებმა რო იციან ამოჩემება, ისეა თქვენი საქმე! საქართველო გეოგრაფიულად არის კავკასიის განუყოფელი ნაწილი, არავითარი ევროპა, ეს უბრალოდ შემოგდებული თემაა "მე ვარ ქართველი მაშასადამე ვარ ევროპელი" მე კი შევუსწორებდი: მე ვარ ქართველი, მაშასადამე კავკასიელი! ეხლა წამომაძახებთ, ააა რუსეთი გინდათ? (უკვე სასაცილოც კი არის ამის ძახილიც) არ მინდა ბატონო არც რუსეთი, არც ევროპა, არც ამერიკა! მაცადეთ ჩემს საქართველოში ყოფნა! ამდენი ევროპის ძახილით, იმასაც ვერ იგებთ რო, უკურეაქციას იწვევთ მოსახლეობაში, როგორც უკრაინის ყოველწუთას ძახილით ! (მანდაც ცუდი როლი შეასრულა ნაცების მთავრობამ, ზელენსკის მეთაურობით) ისე რო მოგიძველდათ მეთოდები ნაცებო!
ფიგუს
31 მარტი 2023 20:29
10
კიდე ბევრი აგინონ ევროპას რუსულმა ოცნებამ და მერე უფრო ჩაგთვლიან.
ფიგუ
31 მარტი 2023 18:41
30
ყველა გამოხმაურება
მოკლედ, ბრიტანელებმა, არ ხართ თქვენ ევროპაო. :)
გადახედეთ მსოფლიო ნაკრების დანარჩენ ქვეყნებს და მიხვდებით.
გოგია
31 მარტი 2023 15:39
1
ჰო, არ გაუგიათ ეგ გამოთქმა. სულ ამასადემეო, გაიძახიან. :))
ჰაჰა-ს
31 მარტი 2023 16:30
0
ეტყობა არ გაუგიათ, "მაშასადამე მე ვარ ევროპელი"-ო. მაგარი გაუნათლებელი ტიპები არიან.
ჰაჰა
31 მარტი 2023 15:58
4
დიდი სიამუვნებით "ჩაუჯდებოდი" დღეს საღამოს ამ თამაშს
დჯ
31 მარტი 2023 15:13
3
"ჩაუჯდებოდი" არა, ისა. წესიერი ქართული ისწავლე! რა კარგია, მუქთი, არა?!
ისტორია
31 მარტი 2023 15:43
6
გეოგრაფიულადაც ამოფვიღეს ევროპიდან?
ხვიჩა, ლეაო, ვინიციუსი - რომელი სჯობს?
უჩა
31 მარტი 2023 14:56
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული