მესი, ხვიჩა, ოსიმენი... - "კვარა" The Athletic-ის მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა The Athletic-მა ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს სიმბოლური ნაკრებები შეადგინა. ჩვენდა სასიხარულოდ, დანარჩენი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

ევროპის ნაკრები:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, პარი სენ ჟერმენი)

მცველები: ჟოაო კანსელო (პორტუგალია, ბაიერნი), ვირჯილ ვან დეიკი (ნიდერლანდები, ლივერპული), იოშკო გვარდიოლი (ხორვატია, ლაიფციგი), ალეკსანდრ ზინჩენკო (უკრაინა, არსენალი)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (ბელგია, მანჩესტერ სიტი), როდრი (ესპანეთი, მანჩესტერ სიტი), ჯამალ მუსიალა (გერმანია, ბაიერნი).

თავდამსხმელები
: ბუკაიო საკა (ინგლისი, არსენალი), ერლინ ჰოლანი (ნორვეგია, მანჩესტერ სიტი), კილიან მბაპე
(საფრანგეთი, პარი სენ ჟერმენი).

დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები:

მეკარე: ანდრე ონანა (კამერუნი, ინტერი)

მცველები: აშრაფ ჰაკიმი (მაროკო, პსჟ), ედმონდ ტაპსობა (ბურკინა-ფასო, ლევერკუზენი), კიმ მინ-ჯე (სამხრეთ კორეა, ნაპოლი), ალფონსო დევისი (კანადა, ბაიერნი)

ნახევარმცველები: კაზემირო (ბრაზილია, მანჩესტერ იუნაიტედი), ფედერიკო ვალვერდე (ურუგვაი, რეალი), მოისეს კაისედო (ეკვადორი, ბრაიტონი)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა, პარი სენ ჟერმენი), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, ნაპოლი), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, ნაპოლი).

alt"ხვიჩა საოცრად კრეატიული ფეხბურთელია" - მარეკ ჰამშიკმა კვარაზე ისაუბრა

altკვარაცხელია "ნაპოლიში" დაბრუნდა - დიდი მატჩებისთვისთვის სამზადისი დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 21 /
ზინჩენკო, არსად დაგეკარგოთ, ზინჩენკო.დდდდდდ
გოგი
01 აპრილი 2023 14:11
5
საქართველოს ევროპულობა რა შუაშია? ჯერ შეადგინეს ევროპის ნაკრები, რომელშიც კვარაცხელია არ შეიყვანეს. მერე კი დანარჩენი ფეხბურთელებისგან შეადგინეს მსოფლიოს ნაკრები. რა არის გაუგებარი? რონალდუ რომ არც ერთში არ შეიყვანეს? ეს უკვე მეორე საკითხია.
ინგლისის ნაკრები ევროპის ნაკრებს რომ ეთამაშება, ევროპის ნაკრებში ინგლისის გუნდში ვერმომხდარ ინგლისელებსაც ეძლევათ თამაშის უფლება. .
კონსტანტინე.
01 აპრილი 2023 02:17
8
ევროპის არა ეს ევროკავშირის ნაკრებია ალბათ მარა, ბუკაიო საკას რა უნდა მაშინ ინგლისმა ხომ დატოვა ევროკავშირი.
რრრ
01 აპრილი 2023 11:53
2
მჩემი აზრით მანდ ვინისიუსი ან ნეიმარი ეწერა და სტატიის ავტორს კარგი საქმის გაკეთება უნდოდა))))
მირო
02 აპრილი 2023 10:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული