La Repubblica-ს ჟურნალისტმა მარკო აციმ "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"ხვიჩა ძალიან პოპულარული გახდა. დიახ, ის წარმოუდგენლად სანახაობრივი ფეხბურთელია. გულშემატკივრებს დრიბლინგის, საგოლე გადაცემებისა და გოლების გამო მოეწონათ. ნეაპოლელებს ძალიან უყვართ კვარაცხელია, მაგრამ ვერცერთი ფეხბურთელი ვერასოდეს ვერ გახდება მარადონასავით პოპულარული.
ახლა ვინ უფრო მაგარია: ხვიჩა თუ ვიქტორ ოსიმენი? ოსიმენი. თუმცა, ხვიჩა უფრო ახალგაზრდაა და მეტად შეუძლია პროგრესირება.
კვარაცხელია კლუბთან კონტრაქტით კიდევ ოთხი წლითაა დაკავშირებული, მაგრამ იქ მაქსიმუმ 2025 წლამდე დარჩება. შემდეგ აუცილებლად რომელიმე ტოპ-კლუბს მიჰყიდიან, შესაძლოა, "რეალს". ასე მგონია, ამჟამად გადასვლისთვის
ძალიან მზად არაა, თავად უნდა "ნაპოლიში" 2025 წლამდე დარჩენა.
რატომაა კვარაცხელია ასეთი ძლიერი? ნიჭიერია, შესანიშნავი დრიბლინგი აქვს და განსაკუთრებული ტექნიკა. სპალეტი ტაქტიკურად ზრდაში ეხმარება, პლუს დაცვაში თამაში ასწავლა. საერთოდ კი, მას ნაკლი არ აქვს.
ადრე ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ხვიჩა გუნდურ თამაში კარგი არ იყო? ახლა ის იდეალურად მიესადაგება "ნაპოლის". ისევე როგორც ოსიმენი".
სერიალი "ნაპოლი" VS "მილანი" იწყება - ხვიჩასა და ლეაოს დაპირისპირება
"ნაპოლი" და "ჩელსი" უნგრელი ნახევარმცველის დამატებისთვის იბრძვიან
სპალეტი "მილანთან" "ჯოკერის" გამოყენებას გეგმავს - ცნობილია, ვინ შეცვლის ოსიმენს
ხვიჩა სტუმრად ჩემპიონთა ლიგის ჟურნალში [VIDEO]
"ნაპოლის" დიდი დანაკლისი - ცნობილია, რამდენ ხანს იუქმებს ოსიმენი
მაგრამ მებრძოლ ოსიმენს 150 მილიონიანი მყიდველები ყავს და კვარაცხელიას ჯერ არა.იმედია უახლეს მომავალში მასაც გამოუჩნდებიან.