რა ჩაუჭედა! - მიქაუტაძემ კლუბშიც გაიტანა და თავისი გუნდი მეორე ადგილზე აღაზევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ლავალს“ 1:0 გიორგი მიქაუტაძის გოლით სძლია.

საქართველოს ნაკრების რიგებში ნორვეგიასთან გატანილი გოლის შემდეგ, მიქაუტაძემ კლუბშიც გამოიჩინა თავი და თავის გუნდს ულამაზესი გოლით გამარჯვება მოუპოვა.

გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატზე მე-15 გოლი გაიტანა, ჟან-ფილიპ კრასოს (სენტ ეტიენი) გაასწრო და საუკეთესო ბომბარდირია.

„მეცი“ 51 ქულით უკვე მეორე ადგილზეა და 8 აპრილს გასვლაზე „პოს“ შეხვდება. დღეს „სოშო“ გასვლაზე „ბასტიასთნ“ 2:3 დამარცხდა და მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა (49 ქულა აქვს). ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“, რომელიც ამ ტურის მატჩს 3 აპრილს
სტუმრად „გენგამთან“ გამართავს, 50 ქულით მესამე ადგილზეა.

მეცი. "სენ-სიმფორიენი"
მეცი - ლავალი 1:0
გოლი: მიქაუტაძე (49)

მკითხველის კომენტარები / 15 /
როგორ მეიმედება ეს ბიჭი❤️
ანი
02 აპრილი 2023 16:24
0
აუტიდან პასი და ერთი შეხებით ცხრიანში!იდეალურია!ასე დარტყმა თუ კარგად დაამუშავა,მრავალ წარმატებას მოუტანს მასაც და ჩვენც.ასეთი გოლი,მესისაც კი შეშურდებოდა და არც მგონია,რომ პირდაპირ აუტიდან მოწოდებული,ასე,ერთი შეხებით,ოდესმე ჰქონდეს გატანილი.
სოსო
02 აპრილი 2023 15:08
1
წარმატებები გიოს ! ლუის გარსიას გოლი გამახსენდა იუვენტუსთან 2005ში
ბაჩო
02 აპრილი 2023 13:09
1
წარმატებები გიოს. გული გამითბა იმ მატჩის გახსენებით.
ვანჩოპე
02 აპრილი 2023 16:26
1
წარმატებები გიოს! ძალიან სწრაფად პროგრესირებს ეს ბიჭი და უკეთეს გუნდს იმსახურებს და უკეთეს ლიგას. იმედია ასეც იქნება!
არტ
02 აპრილი 2023 12:07
0
Es rom mesis gaetana mteli weli ilaparakebdit da axla ramdeni dislaiqebia ra gwirt ram gagaborotad xalxo??????
Givi
02 აპრილი 2023 11:49
1
ყოჩაღ გიორგი!ყველა იმედს ამართლებ!არ შევმცდარ!უფრო მეტად მიაწექი,შენი შემართება და ნიჭი უსასრულოა,ქართველ გულშემატკივარს უყვარხარ და ეიმედები!!!
ზაზა
02 აპრილი 2023 11:23
0
მეცი უფრო მინდა გადავიდეს ლიგა 1 ში ვიდრე ბორდი.მიქაუტაძე მზადაა უმაღლესი ლიგისთვის,ზურიკო კი ჯერ არა.ან ბორდო თუ გადავა და მეცი ვერ,მაშინ იმედია მიქაუტაძეს აიყვანს ლიგა 1 ის რომელიმე კლუბი,აი ბორდო თუ გამოისყიდის ზურიკოს კონტრაქტს ეს ჯერ არავინ იცის.
მეზღვაური
02 აპრილი 2023 11:15
0
გიო მაგარი ხარ.ძაან დიდი პროგრესი გაქვს და უფრო დიდი პროგრესი გექნება,თუ რომელიმე კარგი გუნდი აგიყვანს.როგორც კვარა,რუბინიდან რომ წამოვიდა.ძაან მიხარია,რომ კვარა და მამარდას დარი ფეხბურთელი ხდები.გისურვებ წარმატებებს
კახა
02 აპრილი 2023 08:55
0
კვარა, მამარდა და ჩაკვე. ჩაკვე ახსენეთ ხშირად, მორალური მხარდაჭერა სჭირდება, გენიალური ფეხბურთელია.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
02 აპრილი 2023 11:47
1
გაგიჭირფრბოდა ახლა )))
Davit
02 აპრილი 2023 06:28
1
გომორძგვილო ირო✊
MARGALONA
02 აპრილი 2023 00:42
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული