რა ჩაუჭედა! - მიქაუტაძემ კლუბშიც გაიტანა და თავისი გუნდი მეორე ადგილზე აღაზევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ლავალს“ 1:0 გიორგი მიქაუტაძის გოლით სძლია.

საქართველოს ნაკრების რიგებში ნორვეგიასთან გატანილი გოლის შემდეგ, მიქაუტაძემ კლუბშიც გამოიჩინა თავი და თავის გუნდს ულამაზესი გოლით გამარჯვება მოუპოვა.

გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატზე მე-15 გოლი გაიტანა, ჟან-ფილიპ კრასოს (სენტ ეტიენი) გაასწრო და საუკეთესო ბომბარდირია.

„მეცი“ 51 ქულით უკვე მეორე ადგილზეა და 8 აპრილს გასვლაზე „პოს“ შეხვდება. დღეს „სოშო“ გასვლაზე „ბასტიასთნ“ 2:3 დამარცხდა და მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა (49 ქულა აქვს). ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“, რომელიც ამ ტურის მატჩს 3 აპრილს
სტუმრად „გენგამთან“ გამართავს, 50 ქულით მესამე ადგილზეა.

მეცი. "სენ-სიმფორიენი"
მეცი - ლავალი 1:0
გოლი: მიქაუტაძე (49)

მკითხველის კომენტარები / 15 /
ქილერია სუფთა..
რა მაგრად მევასები))
D0N
02 აპრილი 2023 00:37
2
ვინმემ უთხარით მეკარეს რომ გამოიღოს.)))
დათო
01 აპრილი 2023 23:49
4
გამოიღეეე :)))
გიორგი
02 აპრილი 2023 00:12
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული