ხოჭოლავა შესვენებაზე შესაცვლელი გახდა - მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის 23-ე ტურში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ნორდსიელანდი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა სასტარტოში დააყენა, მან 39-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენების შემდეგ კი თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. იმ დროისთვის ანგარიში 0:1 იყო.

მან მიმდინარე ჩემპიონატზე მე-17 მატჩში მიიღო მონაწილეობა - 1 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხოჭოლავა საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან მატჩში მენისკის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა და ბარსელონაში უნდა გაეკეთებინა ოპერაცია, თუმცა ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და სამკურნალო პრეპარატებს იღებს.

„კოპენჰაგენი“43 ქულით გალიდერდა
(ნორდსიელანდი 1 ქულით ჩამოიტოვა) და ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს გასვლაზე - 6 აპრილს თასზე „ვეილესთან“ და 10 აპრილს ჩემპიონატზე „რანდერსთან“.

მკითხველის კომენტარები / 20 /
საბედნიეროდ საკმარისზე ბევრი მცველი გვყავს, რომლებსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლებათ!
ლაშა
02 აპრილი 2023 22:19
3
სანიოლმა დაუშვა უდიდესი შეცდომა როცა არ გამოიძახა ლოჩოშვილი და კიტეიშვილი!!!!ასევე, როცა მთავარ შემადგენლობაში არ ათამაშა გოჩოლეიშვილი,შეცვლაზე კი ჩაკვეტაძე!!
სოსო
02 აპრილი 2023 22:39
3
სამაგიეროდ საქართველოს ნაკრებმა ვერ მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვება!!!!
გიორგი
02 აპრილი 2023 22:24
3
მენისკის ოპერაციას იკეთებსო და დღეს ითამაშა? თუ ნაკრებისთვის აწუხებდა მენისკი და კლუბისთვის არა. რაც უნდა ის უქნია,თუმცა ნაკრების კარი უნდა დაიხუროს მისთვის. თუ არადა,ევროპა კი არა ან მსოფლიო,პრიბალტიკის ლიგაშიც ვერ მოვხდებით
პირიდონი
02 აპრილი 2023 22:30
5
შავ ლაქათ ჩაეწერება მუდამ საქართველოში
მახ1983
02 აპრილი 2023 22:36
7
არ ჭამს ბიძია ქართველი კაცი ამ საკენკს შენ რაც დაუყარე სანაკრებო თამაშის წინ.
არ ვიცი ეს შენ მოიფიქრე თუ გუნდმა გადაგაწყვეტინა ესე მოქცეულიყავი, ორივე შემთხვევაში შენზეა დათა ბიძია პასუხისმგებლობა.
თუ ნაკრებზე უარი კარიერის გამო თქვი ესეთ ფეხბურთელს გუნდიც დიდი ხანი არ გაგაჩერებს საკუთარ რიგებში დამიჯერე
ირაკლი
03 აპრილი 2023 03:34
8
ხალხო კიდევ ერთხელ დავწერ, სპორტულ მედიცინაში არის მილიონი შემთხვევა, როცა პრობლემა საოპერაციოა, თუმცა ოპერაციაც 100% გარანტიას ვერ იძლევა და ინდივიდუალურად შეიძლება გადაწყვეტა ოპერაცია გაკეთდეს თუ ისე მოხდეს მკურნალობა, ეს გადაწყვეტილება არცერთი არაა არც სწორი და არც არასწორი. ამით იმის თქმა მინდა რომ ძალიან ჩვეულებრივად არის რეალობა ის რომ ერთ წუთას ოპერაცია იყო დაგეგმილი და მეორე წუთას გადაიფიქრეს, ფაქტია ათამაშეს და მაინც შესაცვლელი გახდა, რა ხალხი ხართ, აზზე არ ხართ დეტალების და ასე ერთი ხელის მოსმით გადაუარეთ ადამიანს... რას აბრალებთ ტიოს, ნაკრებში თამაში რანაირად არ უნდა გინდოდეს, თან ეხლა როცა პატრიოტულ ამბებს რო თავი დაანებო, წარმოუდგენელი ტრამპლინია შესარჩევზე თამაში როცა მთელი მსოფლიო ლუპით გაკვირდება
რა მაფიაა?
03 აპრილი 2023 11:37
4
ანუ სანაკრებო პაუზამდე ან მაგის შემდეგ ვერ გაირკვეოდა?!
ჩემი აზრით ჟურნალისტები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ სიტუაციაში გარკვევას, ეს ერთი. და მეორეც, რა მიღწივაა აქვს სანიოლს ისეთი, რომ კრიტიკას ერიდებიან?! მილიონი კითხვა ჩნდება და იქნებ გვიპასუხოს?! განსაკუთრებით ლოჩოშვილზე და ჩაკვეტაძეზე
ზურა
03 აპრილი 2023 12:40
2
ხოჭო ჰერი ბარსელონასკენ საოპერაციოდ. ამბობენ სანიოლი ნაკრებში გამოძახებას გიპირებსო
დინამოელი
02 აპრილი 2023 23:40
4
ტყუილად უხურებთ ეხლა დათას რა... ისენიც მაგრად აწვალებენ... ბოლოს მაინც ბოლოს მაინც საოპერაციო იქნება და რაღატო ტანჯავენ ვერ გავიგე
სტატია კიდე ძაან ცუდი პათოსითაა, ფაქტიურად სიძულვილის და აგრესიის გასაღვივებლად... არ გეკადრებათ, ამდენი ცოდნა თქვენ მაინც უნდა გქონდეთ, მილიონია ასეთი შემთხვევა... ჩაკვე ასე იყო დაახლოებიათ, პოგბა ასე იყო და ბევრი კიდე სხვა
რა მაფიაა?
02 აპრილი 2023 22:34
14
მართლა პრობლემები აქვს და გუნდი არ ერიდება და ათამაშებენ.საერთოდ არ დაღუპონ.
ჯუჯი
03 აპრილი 2023 08:55
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული