ლეაო: კვარაცხელიას დიდი ფანი ვარ და მიხარია, რომ მაისურები გავცვალეთ

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" მოგებული მატჩის შემდეგ (4:0) DAZN-თან კომენტარი "მილანის" ფეხბურთელმა რაფაელ ლეაომ გააკეთა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ხვიჩა კვარაცხელიას მაისური გაუცვალა:

"ვიცოდით, დიდ მეტოქესთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნებოდა, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. არაჩვეულებრივად ვითამაშეთ. ეს "მილანია".

გოლის გატანა განუმეორებელი გრძნობაა, მაგრამ რომც არ გამეტანა, გამარჯვებით მაინც გავიხარებდი. გვინდა "ნაპოლისთან" ახლოს ვიყოთ, ჩემპიონთა ლიგა სხვა რამაა. ჯერ "ემპოლისთან" დაპირისპირება გველის.

მინდა გითხრათ, რომ კვარაცხელიას დიდი ფანი ვარ. ძალიან მომწონს, რასაც ის მოედანზე აკეთებს და მგონია, ამ მხრივ მე მგავს, რამეთუ ჩემსავით უყვარს მეტოქეთა მოტყუება
და ტექნიკურად თამაში. მაგარ სეზონს ატარებს და მიხარია, რომ მაისურები გავცვალეთ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
რაო მგავსო? როგორ გეკადრება,შენამდე როგორ მოვა კვარა ჩემო შოკოლადო.
მე ქართველი ვარ
04 აპრილი 2023 10:22
0
ისე გგავს გოლების გატანაში,როგორც კანის ფერში
სვანსკი
03 აპრილი 2023 14:53
20
ლეაო გამოწერილი მყავდა ინსტაგრამზე, წუხელ გაბრაზებულზე ანფოლოუ გავუკეთე და ახლა ვხედავ კვარას დაუფოლოვებია.
ასეა, გულშეატკივარი ვბრაზდებით და პროფესიონალები ერთმანეთს ხელს ართმევენ, ინსტაგრამზე ამატებენ.
მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და არ მომეწონა ლეაოს განცხადება, ვითომ ხვიჩას გულშეატკივრობს. იმედია ხვიჩა ხვდება, რომ არავინ გულშეატკივრობს კონკურენტს :))
მითუმეტეს იმას ,ვისაც 20 ქულით ჩამორჩება ცხრილში :)
!!
03 აპრილი 2023 14:32
10
ფანი ვარო ხომ არ ნიშნავს, რომ მის მოგებას გულშემატკივრობს, უბრალოდ აღფრთოვანებულია მისი თამაშის სტილით. საქართველოში რომ ჩამოსულან ცნობილი ფეხბურთელები ჩვენს წინააღმდეგ, ქართველებსაც გამოურთმევიათ მაისური, ეს არაა რამე სიახლე
nika
04 აპრილი 2023 00:43
0
მეორედ გადავახვიე ეს თამაში. სპეციალურად ხვიჩას ვუყურებდი (რა თქმა უნდა). ერთი შეცდომაც არ დაუშვია რამდენჯერაც ბურთი მიიღო, ამ წაგებულ თამაშშიც კი
giorgi 3
03 აპრილი 2023 14:03
0
ძალიან კარგი ფეხბურთელი და უფრო კარგი ადამიანი ყოფილა. სულ პოზიტივი მოდიოდა მისგან. მეტოქის დაფასებაც მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ. წარმატებები ლეაოს, ხვიჩას მერე რა თქმა უნდა :)
ლადო
03 აპრილი 2023 13:41
1
Ზახარიანი და სპერციანი გარკვევით სჯობია კვარას.არაფერს ვიძახი მხითარიანზე.მხითარიანის კარიერამდე კვარას იმდენი იკლია რაც ცას და დედამიწას
G.LA
03 აპრილი 2023 12:18
17
საზიზღარი ტიპია ლეაო.
ქ. გ.
03 აპრილი 2023 08:10
85
სარკეში ხომ არ ჩაიხედავ?
ქ.გ-ს
03 აპრილი 2023 14:06
0
Ra ar mogewona???pirikit sul gagimebuli tamashobs tipi
L.J .
03 აპრილი 2023 12:10
1
რაფა, შეინახე ეგ მაისური კარგად, დრო მოვა მილიონად გაიყიდება.
ფეოლა
03 აპრილი 2023 05:54
10

სიახლეები პოპულარული