დავითაშვილის "ბორდომ" იმარჯვა და მეორე ადგილზე გადავიდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში „ბორდომ“ გასვლაზე „გენგამი“ 1:0 დაამარცხა.

მატჩს 10 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. ჟირონდული გუნდი უკეთ თამაშობდა და ფრანსერჟიოს გოლით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ზურიკო დავითაშვილი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 90+3-ე წუთზე ალიუ ბაჯი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან ბურთი ძელს გაარტყა.

„ბორდო“ 53 ქულით მეორე ადგილზეა, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ 2 ქულით ჩამოიტოვა და 8 აპრილს „ბასტიას“ უმასპინძლებს.

გენგამი. „სტად დიუ რუდურუ“
გენგამი - ბორდო 0:1
გოლი: ფრასნერჟიო (21)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან სამწუხაროა როდესაც საქართველოს ნაკრების ძირითადის ფეხბურთელი საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდის ძირითადში ვერ ხვდება.
მეგრელი
12:47 04-04-2023
7
მეცი გადავიდეს ჯობია ჯორჯს მეტი პოტენციალი აქვს გაქაჩვის აშკარად. და დავითაშვილი მეორე ლიგაში უფრო მოხვდება სასტარტოში ვიდრე ლიგა 1 ში გადასვლის შემთხვევაში. აშკარად მოსამატებელი აქვს ზურიკოს პასების მიცემის და დამაგვირგვინებელ ფაზებში.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული