მატჩს 10 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. ჟირონდული გუნდი უკეთ თამაშობდა და ფრანსერჟიოს გოლით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ზურიკო დავითაშვილი 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 90+3-ე წუთზე ალიუ ბაჯი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან ბურთი ძელს გაარტყა.
„ბორდო“ 53 ქულით მეორე ადგილზეა, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ 2 ქულით ჩამოიტოვა და 8 აპრილს „ბასტიას“ უმასპინძლებს.
გენგამი. „სტად დიუ რუდურუ“
გენგამი - ბორდო 0:1
გოლი: ფრასნერჟიო (21)