"ხვიჩა 22 წლის ასაკში დიეგოს სჯობს და გეტყვით, რატომაც..." - სიომინმა კვარაცხელიასა და მარადონას შედარებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რატომ სჯობს 22 წლის ასაკში ქართველი ვარსკვლავი დიეგო მარადონას:

"მარადონა ამ ასაკში ასე არ თამაშობდა. ის იყო ახალგაზრდა ვარსკვლავი "ბოკაში" და გადავიდა პირველ ევროპულ კლუბ "ბარსელონაში", იმავე ასაკში კი ხვიჩა "ნაპოლის" შეუერთდა. დიეგოს ორი სეზონი კატალონიაში წარუმატებელი აღმოჩნდა.

მხოლოდ მას შემდეგ გახდა არგენტინელი ისეთი, როგორც ჩვენ ვიცით, რაც "ბლაუგრანადან" ნეაპოლში გადავიდა სათამაშოდ. მან იტალიის ჩემპიონობა საერთოდ 26 წლის ასაკში მოიპოვა.

კვარაცხელია კი ბრწყინავს და ჩემპიონის ტიტულს პირველსავე სეზონში ირგუნებს.
22 წელი მას მხოლოდ თებერვალში შეუსრულდა.

ასე რომ, ამ ასაკისა და მდგომარეობისთვის მან მარადონას აჯობა და ეს გადაჭარბებულ ნათქვამად არ მიმაჩნია.

ნეაპოლში პოპულარობის მხრივ, ქართველი არგენტინელს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, ჯერ არ დასწევია, მაგრამ ძალიანაც არ ჩამორჩება.

ახლა, დიდი ალბათობით, ისინი სერია A-ს მოიგებენ და როგორც ისინი ასპარეზობენ, ჩემპიონთა ლიგის დაუფლებაც შეუძლიათ. ვფიქრობ, დარჩენილ გუნდებში საუკეთესო სწორედ "ნაპოლია", - თქვა სიომინმა.
მკითხველის კომენტარები / 35 /
რუსები შანსს არ უშვებენ რომ ეგრევე არ განოხტნენ საერთოდ ხვიჩა ჩვენ გავწვრთვენითო ასე .ფიქრობენ. საოცრებაა პირდაპირ.
აკაკი
09:11 07-04-2023
0
სიომინი ცოტა უკაკუნებს სიბერეში. ჩვენზე მეტად უყვარს კვარა? კარგი იქნებოდა დიეგოს შედეგების დადება, და რატომ ადარებენ საერთოდ როდესაც სრულიად სხვადასხვა ამპლუის ფეხბურთელები არიან. თან დიეოგმ 20 წლისამ მოიგო ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში...
simartle
17:38 05-04-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული