მატჩის დღე! ხვიჩა გატანას კვლავ ვიქტორის გარეშე ეცდება...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, "ნაპოლისა" და მის კონკურენტებს შორის სატურნირო ვითარებაში არსებული უფსკრული აღმოიფხვრას. ლუჩანო სპალეტის გუნდი "ლეჩეს" დღეს, 7 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე ესტუმრება. აღდგომის დღესასწაულის გამო სერია "ა"-ს მატჩები კვირამდე ჩატარდება.

ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელებს "მილანთან" (0:4) მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია ესაჭიროებათ, თავის მხრივ კი, "ლეჩე" კატასტროფულ ფორმაშია, უკანასკნელ 5 შეხვედრაში გოლის გატანის გარეშე დამარცხდა. გასავარდნ ზონაში მყოფ "ვერონას" ეს გუნდი 8 ქულით აღემატება და საქმე საგანგაშოდ მაინც არ აქვს.

Sportall.Ge

სპალეტის
ფეხბურთელებს "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩი კარს აქვთ მომდგარი. როტაციის დრო მაინც ნაკლებადაა, ნეაპოლურ გუნდს ტონუსის აღდგენა და კარგ ხასიათზე მოსვლა სჭირდება. მთავარი მწვრთნელი ისევ იმეორებს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ჩემპიონატში 21 გოლისა და 4 შედეგიანი პასის ავტორი ვიქტორ ოსიმენი კვლავ არ მომჯობინებულა. ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების ნორვეგიასთან დაპირისპირების ჩათვლით, 2 მატჩია, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და ეს მის მიერ აწეული სტანდარტებიდან გამომდინარე, უკვე გვიკვირს კიდეც. სერია "ა"-ში მე-13 გოლისთვის ის ყველაფერს გაიღებს (10 საგოლე პასიც აქვს), ამჯერადაც ნიგერიელი პარტნიორის გარეშე. ნეაპოლელებს პოლონელი პიოტრ ზელინსკის ფორმაში დაბრუნება სჭირდებათ, რომელიც 2022 წელს გაცილებით პროდუქტიული იყო, სულ კი მონაწილეობა 10 საგოლე ეპიზოდში (3 გოლი, 7 "ასისტი") მიიღო. სავარაუდოდ, მის ადგილს ელიფ ელმასი დაიკავებს. სასტარტოში ჟესუსსა (კიმის ნაცვლად) და ნდომბელეს (ანგისას ნაცვლად) ელიან, წინა ხაზზე კი ჯაკომო რასპადორი უნდა იყოს.

"ლეჩეს" რიგებში ყველაზე სახიფათო 25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი გაბრიელ სტრეფეზაა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 7 ზუსტი დარტყმა აქვს.

Sportall.Ge

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაში "ნაპოლიმ" ქულები დაკარგა (1:1) და სეზონში ასე იშვიათი ფრე ითამაშა. ეს ის დროა, როცა სპალეტი როტაციას აქტიურად მიმართავდა. კვარაცხელია მინდორზე 56-ე წუთზე შევიდა, ნეაპოლელებიდან ერთადერთი გოლი კი მანამდე მის ნაცვლად მოთამაშე ელმასმა გაიტანა. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. აგვისტოში, როცა სეზონი ახლად დაწყებული იყო, ლუჩანოს გუნდის ასეთ დომინირებას ბევრი არ ელოდა. "ლეჩემ" 2020 წელს "სტადიო მარადონაზე" (3:2) გაიმარჯვა. მაშინ "ნაპოლის" ჯენარო გატუზო წვრთნიდა.

"სტადიო ვილა დელ მარზე" გასამართ შეხვედრას ჯანლუკა მანგალიენო განსჯის, რომელიც ნეაპოლელთა მატჩს ბოლოს 2021 წლის 20 სექტემბერს გაუძღვა, როცა  "უდინეზე" სტუმრად დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხეს.

altოსიმენი გამოჯანმრთელდა, მაგრამ სამედიცინო გუნდი თამაშის უფლებას არ აძლევს

alt"ხვიჩას ახლა თვალებში ცეცხლი უკიდია, მისი ფიქრები კი დრიბლინგისკენაა მიმართული" - Corriere dello Sport-ი კვარაცხელიაზე წერს

altკვარაცხელია - მარცხთან შეუგუებელი და პოზიტიური ენერგიით გაბრაზებული - თვისება, რომელიც ყველამ აღნიშნა...

მკითხველის კომენტარები / 13 /
ვიქტორიი :)) ძიაძია ვიქტორი:))
RR
07 აპრილი 2023 21:13
0
მემგონი დუბლის დრო მოვიდაააა
ზესტაფდონი
07 აპრილი 2023 20:28
0
Milani "sredniaki"aris seria A shi magram liga sul sxvaa gemchneva axla daiwye yureba da gukshematjivroba araushavs!!!
L.J .
07 აპრილი 2023 15:12
0
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
07 აპრილი 2023 13:05
0
ხვიჩა შვილო მე ვფიქრობ რომ გოლების გატანის დრო მოვიდა,გულშემატკივარი სულმოუთმენლად ელის ყოველ თამაშში გოლებს,გაგვახარე და გაიხარე!!!
ზაზა
07 აპრილი 2023 12:59
0
წარმატებები ხვიჩას!!! უფალი ფარავდეს!!!
ხარების დღესასწაულია,დაე გაგვახაროს(როგორც ყოველთვის) და გაიხაროს!!!:)))
გულშემატკივარი
07 აპრილი 2023 12:25
1
პირდაპირ ვიტყვი აქაურ მილანის ფან ბანაკებში მაგარ ეიფორიაში არიან. ეს ქნა ამ "მატყუარა 0:4" მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ნაპოლი "ჩამოლაბორანტდა" ვერონას დონემდე და მილანი ავიდა რეალის ლეველზე, ძალიან ცდებით მილანელო "სექტანტებო" დარწმუნებით გეუბნებით კვარა და კამპანია მწარედ გატკენთ სანსიროზე ძალიან მწარედ ამაში დარწმუნებული იყავით ეს ნაპოლი ის გუნდი არარის სრედნიაკ მილანთან ზედიზედ 2 მატჩი წააგოს.
Charley
07 აპრილი 2023 12:16
6
Ragac geshleba tan magrad!!!!sheuracyopaze gadmodixar ukve gaachere ena an titi bijo!!!!
L.J .
07 აპრილი 2023 20:50
1
კვარას მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარი,სულით არაა ქართველი
კაკო
07 აპრილი 2023 18:21
1
ყველა გამოხმაურება
Statia kargia satauri ar momewona gvtisavar...elmasi roca dziritadshia sul aketebs mis sakmes ....kvaracxelia da elmasi prtebze shuashi polonelis mahier N,domdele erti tamashi mainc atashos ertad luchanom,mgoni kargi azria arc lozano da mitumetes politano araa dziritadis girsi ....
L.J .
06 აპრილი 2023 19:57
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული