საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს" 20 წლის შემტევმა გიორგი კვერნაძემ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს, - იტყობინება TuttoMercatoWeb-ი.
გამოცემის ცნობით, სერია A-ში გადასვლის შემდეგ პირველი, ვისაც "ფროზინონე" შეიძენს, კვერნაძე იქნება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვერნაძის სამსახურით "ნაპოლია" დაინტერესებული, თუმცა, როგორც ჩანს, პირდაპირ დიდ გუნდში მისი ტრანსფერი ვერ განხორციელდება.
"ფროზინონე", რომლის მწვრთნელი ფაბიო გროსოა, სერია B-ს ლიდერია და დიდი ალბათობით, იტალიის ელიტურ ლიგაში დაბრუნდება.