მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე, 85-ე წუთზე კი ტაქტიკური ფოლის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.
გამარჯვების გოლი 69-ე წუთზე სლოვენიელმა ტომი ჰორვატმა გაიტანა.
30 აპრილს ფინალში „შტურმი“ „რაპიდს“ შეხვდება.
რაც შეეხება ბუნდესლიგას, "შტურმი" 23 ტურის შემდეგ 27 ქულით მეორე ადგილზეა და 9 აპრილს უახლოეს მდევარ ლასკ-ს უკვე ლინცში დაუპირისპირდება.
გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - ლასკი 1:0
გოლი: ჰორვატი (69)