"დღეს ჩვეული სისწრაფით ვერ ითამაშა" - იტალიელმა ტელეწამყვანმა კვარაზე ისაუბრა

AutoSharing Option
დღეს, 7 აპრილს, სერია A-ს 29-ე ტურში "ნაპოლი" "ლეჩეს" დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. ცნობილი იტალიელი ტელეწამყვანი და საფეხბურთო ჟურნალისტი იოლანდა დე რიენცო აღნიშნულ მატჩს პლატფორმა Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა. მისი თქმით, "პარტენოპეი" არც თუ ისე კარგ ფიზიკურ ფორმაშია, "კვარამ" კი ჩვეული სისწრაფით ვერ ითამაშა.

"ნაპოლის" ბოლო 2 მატჩი საუკეთესო არ ყოფილა, ფიზიკურად უჭირთ, განსაკუთრებით ნახევარმცველებს, ამიტომ მცველები ორმაგად იღლებიან. დღეს "კვარამ" ტურბოს გარეშე ითამაშა, ის ჩვეულად სწრაფი არ იყო" - განაცხადა რიენცომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 74 ქულით პირველ
ადგილზეა, სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მილანის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

alt"მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლიმ" "ლეჩეს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ლეჩესთან" მატჩში

altერთი მუშტად შეკრული გუნდი - რა სთხოვა დი ლორენცომ გატანილი გოლის შემდეგ თანაგუნდელებს

მკითხველის კომენტარები / 12 /
ყველა პროფესორია, ყველას კვარაზე მეტად უნდა კვარას წარმატება.
რა სისათნოვეა :)))
1
არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ მგონია ბოლო ორი თამაში ლიგის თამაშისთვის სატყუარაა
ლადო
11:43 08-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული