ლოჩოშვილმა სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა - "კრემონეზემ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 29-ე ტურში "კრემონეზემ" გასვლაზე "სამპდორია" 3:2 დაამარცხა, სტუმართა გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ლუკა ლოჩოშვილმა კი სადებიუტო გოლი გაიტანა.

ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში სერნიკოლამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ლუკამ ჩემპიონატზე ჩატარებულ მე-18 მატჩში მოახერხა პირველი გოლის გატანა. კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ის მეოთხე ქართველია, რომელმაც იტალიის პირველობაზე გოლი გაიტანა.

"კრემონეზემ" მიმდინარე ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, 16 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 14 აპრილს "ემპოლის" უმასპინძლებს.

გენუა. "ლუიჯი ფერარისი"
სამპდორია - კრემონეზე 2:3
გოლები: 1:0
ლერისი (15), 1:1 გილიონე (35), 2:1 ლამერსი (66), 2:2 ლოჩოშვილი (85), 2:3 სერნიკოლა (90+5)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ხიზანიშვილი მოსაშორებელია ნაკრებს რა კაშია კობახიძე ან კიდევ გველესიანი გაესინჯათ ამხანაგურში
კახა
08 აპრილი 2023 22:53
10
კაშიას არ ყავს ალტერნატივა აი კობახიძეს და ტაბიძეს ნაირი ხის გამოძახება არის მარაზმი,დღეს თელავმაც აცურავა კობახიძე,ნებისმიერი ქართველი ცენტრალური მცველი მირჩევნია,ისიც კი მიკვირს ბათუმში რო ძირითადშია,რა ნაკრები...ეს და ხოჭოლავა დავაი იდი ნა..ლოჩოს არ გამოძახება დანაშაულია
ნიკო
09 აპრილი 2023 01:56
2
არც ერთ გაშვებულ გოლში მისი ბრალეულობა არ არის, მისი პარტნიორების აყვანილმა ფეხბურთელებმა გაიტანეს გოლები. ლოჩო ნაკრებს ჭირდება
თენგაბი
09 აპრილი 2023 10:17
1
რაც ნაკრებში გაუკეთეს იმსახურებდა ეგ ბიჭი მაგ გოლს!!!!
Gogi
09 აპრილი 2023 11:52
1
წესით მეორე გოლია, იმ ვიღაცას ფეხი რომ არ მიეყოლებინა შეგორებულ ბურთზე
nika
09 აპრილი 2023 06:02
0

სიახლეები პოპულარული