ლოჩოშვილმა სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა - "კრემონეზემ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 29-ე ტურში "კრემონეზემ" გასვლაზე "სამპდორია" 3:2 დაამარცხა, სტუმართა გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ლუკა ლოჩოშვილმა კი სადებიუტო გოლი გაიტანა.

ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში სერნიკოლამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ლუკამ ჩემპიონატზე ჩატარებულ მე-18 მატჩში მოახერხა პირველი გოლის გატანა. კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ის მეოთხე ქართველია, რომელმაც იტალიის პირველობაზე გოლი გაიტანა.

"კრემონეზემ" მიმდინარე ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, 16 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 14 აპრილს "ემპოლის" უმასპინძლებს.

გენუა. "ლუიჯი ფერარისი"
სამპდორია - კრემონეზე 2:3
გოლები: 1:0
ლერისი (15), 1:1 გილიონე (35), 2:1 ლამერსი (66), 2:2 ლოჩოშვილი (85), 2:3 სერნიკოლა (90+5)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ლოჩო წარმატებები ძმაო!!!
0
ჯიმი ტაბიძეს და კობახიძეს რომ გამოიძახებ ნაკრებში და ლოჩოს არა რა კომენტარი უნდა გაკეთდეს არ ვიცი!! იტალიაში დაცვის სპეცები არიან და რომ დავუკვირდეთ საშუალო და უფრო სუსტ გუნდები დაცვას ტრადიციულად კარგად თამაშობენ და ეს კარგად ვნახეთ ლეჩეს შემთხვევაში რა კომპაქტურად იდგნენ.
zaza
22:03 08-04-2023
4

სიახლეები პოპულარული