ლოჩოშვილმა სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა - "კრემონეზემ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 29-ე ტურში "კრემონეზემ" გასვლაზე "სამპდორია" 3:2 დაამარცხა, სტუმართა გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ლუკა ლოჩოშვილმა კი სადებიუტო გოლი გაიტანა.

ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში სერნიკოლამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ლუკამ ჩემპიონატზე ჩატარებულ მე-18 მატჩში მოახერხა პირველი გოლის გატანა. კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ის მეოთხე ქართველია, რომელმაც იტალიის პირველობაზე გოლი გაიტანა.

"კრემონეზემ" მიმდინარე ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, 16 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 14 აპრილს "ემპოლის" უმასპინძლებს.

გენუა. "ლუიჯი ფერარისი"
სამპდორია - კრემონეზე 2:3
გოლები: 1:0
ლერისი (15), 1:1 გილიონე (35), 2:1 ლამერსი (66), 2:2 ლოჩოშვილი (85), 2:3 სერნიკოლა (90+5)

მკითხველის კომენტარები / 16 /
რაც ნაკრებში გაუკეთეს იმსახურებდა ეგ ბიჭი მაგ გოლს!!!!
Gogi
11:52 09-04-2023
1
არც ერთ გაშვებულ გოლში მისი ბრალეულობა არ არის, მისი პარტნიორების აყვანილმა ფეხბურთელებმა გაიტანეს გოლები. ლოჩო ნაკრებს ჭირდება
თენგაბი
10:17 09-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული