"შეცდომა გოლით გამოასწორა და კრემონელებს იმედი ჩაუსახა" - რას წერს იტალიური მედია ლუკა ლოჩოშვილზე

AutoSharing Option
დღეს, 8 აპრილს სერია A-ს 29-ე ტურში "კრემონეზე" "სამპდორიას" ესტუმრა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. დავიდე ბალარდინის გუნდმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-2 გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენდა სასიხარულოდ, სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა ლუკა ლოჩოშვილმა 85-ე წუთზე ეფექტური გოლით სამპდორიელთა კარის დალაშქვრა შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. იტალიური მედია 24 წლის ფეხბურთელის თამაშით აღფრთოვანებულია. გთავაზობთ მათ შეფასებებს.

"მართალია, გაშვებულ გოლებში წვლილი მიუძღვის, თუმცა მისმა გოლმა მატჩის ბედი შეცვალა" - Cremonasport-მა ლუკას თამაში 6.5 ქულით შეაფასა.

"დაცვაში რამდენჯერმე დაიბნა, თუმცა მისმა გოლმა კრემონელებს იმედი დაუბრუნა, შეტევაში
ეფექტურად ითამაშა" - Tuttomercatoweb-მა ლოჩოშვილს 6.5 ქულა დაუწერა.

"ლამერსის გატანილ გოლში ბრალი მიუძღვის, თუმცა შეცდომა გოლით გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა" - Calciomercato-სგან ლუკამ 6.5 ქულა დაიმსახურა.

შეგახსენებთ, ჩემპიონატში "კრემონეზე" 16 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება. ლომბარდიელები მომდევნო მატჩს 14 აპრილს "ემპოლის" წინააღმდეგ გამართავენ.

altლოჩოშვილმა სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა - "კრემონეზემ" გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლუკას მაგრად ვგულშემატკივრობ მინდა რო უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე,,ლუკას როგორც ქართველს მაინც უგულშემატკივრებდი მაგრამ ამას ემატება ნაკრების გულისთვის გულშემატკივრობაც რადგან მას აქვს სანაკრებო კლასი აშკარად მით უმეტეს 1-2 წელში უკვე დაგვჭირდება ახალი ცენტრალური მცველების წყვილი ან ტრიო ნაკრებში თუმცა დღესდღეობით ლუკა უამრავ შეცდომას უშვებს უშუალო მოვალეობის შესრულების დროს და იმედია მოუმატებს,,მას თავით თამაშიც გასაუმჯობესებელი აქვს და პოზიციური თამაშიც, მას იმხელა ფიზიკური მონაცემები აქვს გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე სეზონში 1-2 გოლია,,თანაც გოლი მისი საქმე არაა და თუ გაუმართლა და თამაშში გოლი გაიტანა ეს უნდა იყოს ბონუსივით და არა მისი დაცვაში დაშვებული შეცდომის გამოსწორება,,იმის თქმა მინდა რო წინ გიჟივით გაქცევას გოლის გასატანად ჯობია თავის მოვალეობა შეასრულოს ხუთიანზე და მაგის პოზიციიდან გოლი არ გაუტანონ ხომ ვხედავთ იტალიელი ჟურნალისტებიც აქებენ გოლი გაიტანაო მაგრამ ყველამ აღნიშნა ისიც რო შეცდომები დაუშვა და რომ არა გამართლება და ეგ გოლი ისეთი თამაში გამოსდიოდა რო შეიძლება მწვრთნელს აღარც დაეყენებინა მომდევნოზე,,ყოველ ჯერზე გოლს კიდე ვერ გაიტანს რო გადაფაროს ეხლანდელივით შეცდომები რაც დაუშვა,,წარმატებები ლუკა და მჯერა რო შრომით მინიმუმ იმას მაინც მიაღწევ რო ნაკრების დაცვის ბურჯი გახდე და თუ ვარსკვლავობაზე და გრანდებზე გაიწიე ხო მთლად უკეთესი მაგას რა ჯობს
გელა
20:49 09-04-2023
0
არა, გასაგებია, რომ იდეალურ ფორმაში არ არის, მაგრამ ჩვენს ნაკრებში მაგის ფუფუნება გვაქვს, რომ ლუკა განაცხადში ვერ ხვდებოდეს???
მითუმეტეს მაშინ ხოჭოლავაც, რომ არ გყავს?!
საერთოდ ვერ ვხვდები
ზურა
13:55 09-04-2023
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული