ოთარ კიტეიშვილი მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მე-81 წუთზე შეცვალა. მან პირველ ტაიმში კარს ააცილა ბურთი, მეორე ტაიმში კი გატანა მეკარე შლიაგერმა არ დაანება.
„შტურმი“ 48 ქულით მეორე ადგილზეა და 16 აპრილს კლაგენფურტში „აუსტრიას“ დაუპირისპირდება.
პაშინგი. „ვოესტალპინე“
ლასკი - შტურმი 2:1
გოლები: 0:1 პრასი (50), 1:1 მუსტაფა (71), 2:1 ნაკამურა (79)