გოჩოლეიშვილმა ავტოგოლი გაიტანა - "შახტარმა" მაინც მოიგო

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-6 ტურის გადადებულ მატჩში "შახტარმა" გასვლაზე "ლვოვი" 2:1 დაამარცხა, დონეცკური გუნდის ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა კი ავტოგოლი გაიტანა.

მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა გოჩოლეიშვილი ისევ შეუცვლელად ათამაშა, მან 56-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი თავით საკუთარ კარში ჩაჭრა და მასპინძლები დაწინაურდნენ. შემდეგ ავტოგოლი ლვოველმა გრისომ გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. 90+5ე წუთზე კი "შახტარს" გამარჯვება კელსიმ მოუპოვა.

"შახტარი" 49 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "დენიპრო 1"-ს, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 4 ქულით უსწრებს და 22 აპრილს კიევში "დინამოს" დაუპირისპირდება.

გოჩოლეიშვილმა ჩემპიონატის 5
მატჩში 1 გოლი გაიტანა და გასულ ტურში სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ გაჩერდე მთავარია გოლი
კალა
13 აპრილი 2023 01:04
1
მაგარი გოლი გაიტანა ცხრიანში მეკარეს შანსი არ დაუტოვა
tomure
12 აპრილი 2023 21:19
5
არაფერია ავტოგოლი თითქმის ყველა მცველს აქვს გატანილი. გოჩოლეიშვილი შრომას არ დააკლებს და მჯერა ყველას გაგვახარებს.
G.LA
12 აპრილი 2023 21:12
0
მკთავარია გაიტანა :))
გურჯი
12 აპრილი 2023 18:40
9
Magari goli ki gaitana ise...mkerdit unda etamasha an tavit meore mxares gadaegdo da sait daartka...kidev kargi moiges.
Givi
12 აპრილი 2023 18:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული