ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე - გოჩოლეიშვილმა დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მე-20 ტურში "შახტარმა" უჟგოროდში "მეტალისტს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელმაც გასულ ტურში "ჩერნომორეცთან" სადებიუტო გოლი გაიტანა, უკვე შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ 45-ე წუთზე საჯარიმოს გარედან მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

ქართველი მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა ამჯერად განაპირა მცველის პოზიციაზე დააყენა და ის ჩინებულად გაისარჯა - მარჯვედ ერთვებოდა შეტევებში, თამაშს ამწვავებდა, კარგ გადაცემებს აკეთებდა და მისი პროდუქტიული გარჯა უკრაინულმა მედიამაც აღნიშნა.

გიორგი ტექნიკურია, ფიზიკურად ძლიერი, თამაშს კითხულობს, ასაკიდან და პოტენციალიდან გამომდინარე კი, ზრდის
დიდი პერსპექტივა აქვს. მით უმეტეს, დონბასელები დიდი ალბათობით ისევ იასპარეზებენ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ჩვენებურს თავის გამოჩენის შანსი მიეცემა და საჭირო გამოცდილებასაც მიიღებს.

დონეცკური გუნდი 46 ქულით ლიდერია და 12 აპრილს გასვლაზე "ლვოვს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
იმედია მანდ დიდხანს არ გააჩერებენ და ძლიერ ლიგაში ითამაშებს
მიხო
17:00 09-04-2023
0
იმედია მართლა ითამაშებს თორემ ასეთი უნდა ითამაშოს იმდენი გვყოლია ვინ მოთვლის.
გფფ
12:52 09-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული