პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "მილანთან" 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ გასვლაზე „მილანთან“ 0:1 მარცხდება.

ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო, პრაქტიკულად, მოიგო, დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზა, მაგრამ ახლა მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის უნდა დაემტკიცებინა, რომ ფორსმაჟორული სიტუაციისას შეუძლია პრობლემების გადაჭრა და შედეგის მიღწევა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან კრუნიჩმა გამოიტანა. შემდეგ „როსონერი“ ორჯერ მეკარე მანიომ გადაარჩინა. „ნაპოლი“ მაღალი პრესინგით თამაშობდა და შუა პირველ ტაიმამდე უკეთ გამოიყურებოდა. მასპინძლებმა პირველი მომენტი 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ლეაო მეურვეებს გაექცა და ოდნავ ააცილა მიზანს. მე-40
წუთზე კი "მილანი" ბენასერმა დააწინაურა. ბოლოს კიაერის თავური ხარიხას მოხვდა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი
გოლი: 0:1 ბენასერი (40)

მკითხველის კომენტარები / 20 /
Pasi miecit xvichas, marto mougebs am sacodav gunds.
Pasi miecit
23:56 12-04-2023
5
ჩემი აზრით ხვიჩამ დღესვე უნდა სთხოვოს თავის აგენტს სხვა კლუბის მოძებნა. ამდენი ეგოისტი და უნამუსო(მარიო რუის თამადობით) ერთ გუნდში ერთად ჯერ არ მინახია, სპალეტი კიდევ ამათი ტაშის დამკვრელი!
ვანო
00:48 13-04-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული