"მალე კლოპი პირადად დაუკავშირდება, ხვიჩას გადაწყვეტილება მიღებული აქვს" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
გუშინ ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპული" მზადაა, "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ "პარტენოპეის" 130 მილიონი ევრო შესთავაზოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო გალომ გააკეთა. მისი თქმით, ქართველს მალე პირადად იურგენ კლოპი დაუკავშირდება, თუმცა "კვარას' გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ჯერჯერობით გუნდის შეცვლას არ გეგმავს.

"ეს ინფორმაცია ბრიტანელმა კოლეგებმა გაავრცელეს. სავარაუდოდ, ტრანსფერის ინიციატორი პირადად "სქაუზერთა" თავკაცი იურგენ კლოპია. ქართველის სურვილია "ნაპოლიში" დარჩეს, თუმცა მალე პირადად გერმანელი სპეციალისტი დაუკავშირდება და მის დაყოლიებას ეცდება. მოსალოდნელია, რომ "ლივერპული" ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურებს.
ისინი შემადგენლობის რესტრუქტურიზაციას გეგმავენ" - განაცხადა გალომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 32 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altfichajes: "ლივერპული" მზადაა გუნდის გადასაწყობად კვარაცხელია 130 მილიონად შეიძინოს

alt"შეეგებეთ კვარაცხელიას" - ჩემპიონთა ლიგის გვერდი ხვიჩას ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

alt"ხვიჩას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს" - კალაბრიამ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 27 /
დიდი ხნის ლივერპულის გულშემატკივარი ვარ და ძალიანაც გამიხარდება თუმცა ჩვენ ბიჭს რეალი უნდა ოღონდ თავშეკავება არ დაიწყო ერთგული ვარ და ესეთები დიდ კლუბში უფრო მოუმატებ
კახა
14 აპრილი 2023 14:12
2
კვარამ უკეთ იცის სად ჯობია მისთვის! ღმერთმა ხელი მოუმართოს! წარმატებები ჩვენს საამაყო ქართველ კაცს! უფალი ფარავდეს!
ირაკლი
14 აპრილი 2023 14:17
3
რა შუაშია ჟურნალისტები რას წერენ და რას არა, ეგ თუ ხვიჩაზე მოქმედებს დაღუპულა და ეგაა ან ჟურნალისტებს, მითუმეტეს უცხოელებს, როგორ უნა აუგრძალო წერა?
აბდულაის
14 აპრილი 2023 15:05
4
აზრზე არ ხარ ამ ცხოვრების
Gia
14 აპრილი 2023 15:16
5
აუ ახლა რა იფრენს ბიჭო ლივერპულში?! თან ბრიტანეთს ვიზა ჭირდება. :)))
H
14 აპრილი 2023 13:41
1
სპალეტიმ რუი და კომპანია თუ არ გააჩერა, აუცილებლად უნდა წავიდეს.
გიორგი
15 აპრილი 2023 02:32
0
დღვანდელი ფიზიკით,ინგლისში თვითონაც იცის,რომ ვერ წავა და საერთოდაც არა მგონია,ძალიან მიუწევდეს გული,ბრიტანეთში.იმდენი ბრძოლა და ფიზიკური გადატვირთვებია,გლადიატორის მომზადება გჭირდება,რომ დარტყმებს გაუძლო.ხვიჩა კი მოთამაშე ფეხბურთელია და იქ გულში არავინ ჩაიხუტებს.მოტყუებისთანავე იქვე მისი მოჩეხვა ხომ დღევანდელი ფეხბურთელის ოქროს წესია და განსაკუთრებით ბრიტანეთში იცავენ, განუხრელად.ეგ კი არა,მილანმა რომ გოლი გაუტანათ,მილანელი ფეხბურთელი,იქვე უნდა წაექციათო,აღიარებული ფეხბურთის სპეციალისტები წერენ.რა ვიცი,ასე ლაპარაკს რომ კოსტა კურტა დაიწყებს,ამის იქით რაღა უნდა იყოს.აღარ უნდათ ნამდვილი ფეხბურთი და ეგ არის.
სოსო
14 აპრილი 2023 13:43
9
თუნდაც კლიმატის გამო არ არის სასურველი მისი ნისლიან ალბიონზე გადასვლა, მაგრამ მან და ბადრიმ უკეთ იციან თავიანთი საქმე!
aburjga
14 აპრილი 2023 12:53
18
სად ხართ დაქირავებულო ტროლებო !!-ჰოჰო ხვიჩაზე დაიდო სტატია,დროზე კომენტარებია საჭირო
gaga
14 აპრილი 2023 12:13
13
და შენ რა გიშავდება, თუ ხვიჩაზე სტატიები იდება?
Lady gaga-ს
14 აპრილი 2023 12:28
5
მე არაფერი უბრალოდ შეხსენება გჭირდებათ რაშიც გიხდიან ის გააკეთოთ…
!!-s
14 აპრილი 2023 13:36
6
ყველა გამოხმაურება
აღდგომა და ხვალეო ნათქვამია.დაანებეთ ხვიჩას თავი.რატო იცით ხვიჩაც კითხულობს ამ სტატიებს და ისიც ადამიანია ასეთი სტატიების გავრცელებით დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება.
აბდულაი
14 აპრილი 2023 14:56
7
დაანებეთ თავი ხვიჩას...ნათქვამია ჯერ გადხტი და ჰოპა მერე დაიძახეო....ანდაზა შეძახილით ხე გაახმოოო
აბდულაი
14 აპრილი 2023 12:18
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული