"მალე კლოპი პირადად დაუკავშირდება, ხვიჩას გადაწყვეტილება მიღებული აქვს" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
გუშინ ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპული" მზადაა, "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ "პარტენოპეის" 130 მილიონი ევრო შესთავაზოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო გალომ გააკეთა. მისი თქმით, ქართველს მალე პირადად იურგენ კლოპი დაუკავშირდება, თუმცა "კვარას' გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ჯერჯერობით გუნდის შეცვლას არ გეგმავს.

"ეს ინფორმაცია ბრიტანელმა კოლეგებმა გაავრცელეს. სავარაუდოდ, ტრანსფერის ინიციატორი პირადად "სქაუზერთა" თავკაცი იურგენ კლოპია. ქართველის სურვილია "ნაპოლიში" დარჩეს, თუმცა მალე პირადად გერმანელი სპეციალისტი დაუკავშირდება და მის დაყოლიებას ეცდება. მოსალოდნელია, რომ "ლივერპული" ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურებს.
ისინი შემადგენლობის რესტრუქტურიზაციას გეგმავენ" - განაცხადა გალომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 32 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altfichajes: "ლივერპული" მზადაა გუნდის გადასაწყობად კვარაცხელია 130 მილიონად შეიძინოს

alt"შეეგებეთ კვარაცხელიას" - ჩემპიონთა ლიგის გვერდი ხვიჩას ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

alt"ხვიჩას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს" - კალაბრიამ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 27 /
რავიცი შეიძლება ვცდები მე მაგრამ ამდენი ხალხი ერთად როგორ ვცდებით? აშკარად აიგმორებენ ამ ბიჭს და თუ ასე გაგრძელდა უნდა წავიდეს, აბა კლოპის ლივერპულში ვინმემ გაბედოს და პასი არ მიცეს, თან კლოპის დონის მწვრთნელთან ხვიჩა სულ სხვა იქნება, სპალეტის კი გაუმართლა, რო ოსი და ხვიჩამ მოაგებინეს სერია ა
გოგა
09:29 15-04-2023
1
სპალეტიმ რუი და კომპანია თუ არ გააჩერა, აუცილებლად უნდა წავიდეს.
გიორგი
02:32 15-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული